ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოეთიდან დაბრუნებისთანავე ფრონტის ხაზი მოინახულა. ზელენკიმ უკრაინელი საზღვაო ქვეითების პოზიციები მოინახულა.

,,დღეს აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა ​​დღე. დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას!”,- წერს ზელენსკი ტელეგრამზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვაო ქვეითებს სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა.

მსგავსი თემები