,,რუსეთთან პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს”- შალვა პაპუაშვილი

,,იმ პირობებში, როდესაც არც ერთი ქვეყანა და ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, საქართველოსგან იმის მოთხოვნა, რომ საქართველომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს.

,,არც ერთ განცხადებაში, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება თუ სტრუქტურა, არავინ არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა ან რომელიმე სანქციის დარღვევა. შევთანხმდეთ, რომ პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. თუკი სხვა რაიმე მოტივაცია არის ამ შეფასებების უკან, ამ მოტივაციებზე უნდა ისაუბრონ, ვინაიდან არათუ ახლა, უკვე წელზე მეტია განვაცხადეთ, რა არის ჩვენი პოლიტიკა, რუსეთთან მიმართებით. პოლიტიკა არის შემდეგი, რომ ჩვენ ერთის მხრივ არ ვუშვებთ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი და არც ერთი ფაქტი, ჭორი, ეჭვი არ არსებობს და მეორე, ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები