,,რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირი ფარული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მისი თქმით, სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო დაწესებული და ცალმხრივად მოიხსნა.

„არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი. საუბარია რუსეთის მხრიდან ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხომ არაფერი გადაწყვეტილება მიუღია. იყო ცალმხრივად დაწესებული ვიზის ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან – ხატია დეკანოიძე

 

 

მსგავსი თემები