მკვლელობა სანადირო თოფით – ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებული და დაზარალებული წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად, ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მსგავსი თემები