,,საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება”- რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ”სახელწიფო დეპარტამენტის საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება”.

,,აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება – იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე. ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება ეს ერთი საკითხია. იგივეა საქართველოში ლავროვის შვილის ჩამოსვლა, რადგან თავი არხეინად იგრძნეს და ჩათვალეს, რომ საქართველო მთლიანად მათი გავლენის ქვეშ არის მოქცეული. იგივეა ბორანის გახსნა ნოვოროსიისკში და ასე შემდეგ. ეს არის საკითხების მთელი კომპლექსი, რომელიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში. საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთისაკენ მიექანება. ეს მთავრობა ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს – ერთ-ერთი ასეთი ჩვენი აეროპორტების ბლოკირება შეიძლება იყოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

,,საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ”- სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

 

მსგავსი თემები