ბელგოროდში მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევს, ვაშინგტონს და ევროკავშირს ეკისრება – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მედვედევი პასუხისმგებლობას კიევსა და მის ”სპონსორებს” –  ვაშინგტონს, ევროკავშირს და ”მათზე მიკედლებულ, ბრიტანეთის მსგავს სახელმწიფოებს” აკისრებს.

,,რაც არ უნდა იყბედონ კიევში, რომ მსგავს ქმედებებთან საერთო არაფერი აქვთ, ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია. მათზე პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმს ეკისრება, საბოლოო ჯამში კი მის სპონსორებს: ვაშინგტონს, ევროკავშირს და მათზე მიკედლებულ, ბრიტანეთის მსგავს სახელმწიფოებს. ეს მათი პირდაპირი და უშუალო პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება ამ ნაძირლებს, მათ სხვას ვერაფერს ვუწოდებ, მათი დახასიათება სხვადასხვაგვარად შეიძლება. საკითხავი მხოლოდ ის არის, რა უნდა ვუქნათ მათ. ისინი ტყვედაც არ უნდა აიყვანო,  უბრალოდ უნდა გაანადგურო,” – აცხადებს მედვედევი.

მსგავსი თემები