ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულების შემდეგ გახდება

გერმანია დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. კანცლერის შეფასებით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც უკრაინაში ომის დასრულდება. რაც შეეხება ომის დასრულების სავარაუდო პერიოდს, გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომე ეს მოხდება.

როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, ამ სასტიკ ომში გამარჯვებული რუსეთი ვერ იქნება, ეს გამორიცხულია.

„ჩვენი კონტინენტის ისტორიის მწარე თავი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა შექმნა თავისი იმპერიალისტური სიგიჟით, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად გაწევრიანებით დასრულდება. ამაში დარწმუნებული ვარ“, – აცხადებს შოლცი.

მსგავსი თემები