,,მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს”- თალაკვაძე რუსეთთან ფრენებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე პარტნიორებს მიმართავს და აცხადებს, რომ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება.

,,მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან თავის დროზე, რუსეთის ფედერაციას ცალმხრივად ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი მოქალაქეების სანქცირებასთან დაკავშირებით და ახლაც ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რეალურად, საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების მიმოსვლას. ის, რასაც რადიკალური ოპოზიცია ითხოვს ხელისუფლებისგან, არის წარმოუდგენელი, მიუღებელი და წინააღმდეგობაშია ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებთან. ისინი, პრაქტიკულად, ითხოვენ, რომ დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები,”- განაცადა თალაკვაძე.

,,საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ”- სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

 

მსგავსი თემები