,,ირონია იმაშია, რომ ირაკლი კობახიძე ასეთ სიღრმისეულ საექსპერტო აზრს გვთავაზობს ადამიანის უფლებების თაობაზე”- ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. საუბარის ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებაზე, სადაც კობახიძე აცხადებს, რომ “პერსონალური სანქციების დაწესება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს”. ,,ირონია იმაშია, რომ ირაკლი კობახიძე ასეთ სიღრმისეულ საექსპერტო აზრს გვთავაზობს ადამიანის უფლებების თაობაზე, მაგრამ მსგავსს არაფერს ამბობს, როდესაც საქმე ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს ეხება?,- წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

დააკავეს სატვირთოს მძღოლი, რომელიც თეთრ სახლთან უსაფრთხოების ჯებირებს შეეჯახა

ვაშინგტონში,  დააკავეს სატვირთოს მძღოლი, რომელიც თეთრ სახლთან უსაფრთხოების ჯებირებს შეეჯახა. გამოძიების ვარაუდით,  შეჯახება გამიზნული იყო. „როიტერი“ თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლებმა სატვირთო მანქანაში სვასტიკის გამოსახულებიანი დროშა იპოვეს. „წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ მძღოლი, შესაძლოა, ლაფაეტის მოედანზე უსაფრთხოების ბარიერებს გამიზნულად შეეჯახა“, – ნათქვამია საიდუმლო სამსახურის  განცხადებაში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მიმდებარე სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა და  გადაიკეტა რამდენიმე საავტომობილო და საფეხმავლო გზა.  

მეტი...

ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერ დეპუტატებს  საქართველოს ხელისუფლებასთან დეპუტატებს რუსეთთან შესაძლო ფარული მოლაპარაკებების შესახებ კითხვები აქვთ. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ღიად ითხოვენ პასუხებს როდის დაიწყო მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ. ,,ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთების გადაზიდვისთვის ახალი, რუსეთისკენ მარშრუტების განახლება და ასევე, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა, ვინც არის სანქცირებული და საქართველოს საზღვრის კვეთა, ვერ მოხდებოდა კოორდინაციის გარეშე. ხაზს ვუსვამ, ეს…

მეტი...

ბელგოროდის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში ჯერ არ დაბრუნდნენ

ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში ჯერ არ დაბრუნდნენ. ამის შესახებ გუბერნატორი ტელეგრამ არხზე წერს და აცხადებს, რომ თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ,,თავდაცვის სამინისტროს მიერ ძალოვან სტრუქტურებთან ერთად ტერიტორიის გაწმენდა გრძელდება. მაგრამ ამ დროისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნებისთვის, ახლა მივმართავ გრაივორონის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებმაც მათი წყალობით დროებით დატოვეს სახლები, ჯერ არ ღირს”, – წერს გუბერნატორი. ბელგოროდის ოლქში გუშინ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.

მეტი...

,,რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის სანქციების დარღვევაა”- არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი  ალექსეი არესტოვიჩი რუსეთთან ფრენების აღდგენას ეხმიანება. მისი განცხადებით,  რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა. ,,დასავლეთი გადაწყვეტილებებს ნელ-ნელა იღებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, მას გამოაცხადებენ – რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა. პოლიტიკური ძალა, რომელიც აცხადებს, რომ არის პროევროპული, მსურს შევიდეს NATO-სა და ევროკავშირში, ამავდროულად მოსკოვს ეთამაშება, რაღაც ახალი მოვლენაა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ დეკლარირებული აქვს პროევროპული კურსი, მოსკოვთან ურთიერთობებს აპატიებენ, არ აპატიებენ, მითუმეტეს, როდესაც ადამიანს ციხეში კლავენ,”- განაცხადა არესტოვიჩმა.

მეტი...

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა”- ირაკლი ღარიბაშვილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა. პრემიერი საქართველოს მშვიდობასა და განვითარებას უსურვებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი…

მეტი...

ბელგოროდში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს შენობებს დაარტყეს

რუსულმა ონლაინ გამოცემა SOTA-ს ინფორმაციით, ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს. SOTA „ტელეგრამზე“ ბელგოროდის თავზე ამომავალი კვამლის ფოტოებსა და ვიდეოკადრებს აქვეყნებს. SOTA-ს ცნობით, FSB-ის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე თავდასხმა დაადასტურა სამთავრობო Rybar Telegram-ის არხმა. მისივე ცნობით,თავდასხმა განხორციელდა ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზეც. როგორც SOTA წერს,  კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე. უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.

მეტი...

,,ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ”- გერმანიის ელჩი

,,ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ, რათა რუსეთს დავანახოთ, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს,”- ამის შესახებ აქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.  მისი თქმით, ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც უყურებენ ფრენების აღდგენას. ,,ამჟამად ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ არალეგალური თავდასხმითი ომი და ამიტომ ჩვენ ვზღუდავთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან. ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ, რათა რუსეთს დავანახოთ, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ომს თუ არ დაასრულებს, ფასის გადახდა მოუწევს. ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც ვუყურებთ ფრენების აღდგენას”,- განაცხადა ელჩმა,  “პირველ არხთან”.

მეტი...

,,საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ”- სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. მისივე თქმით, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. „ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა აუკრძალა რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეში შესვლა. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება, ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ, მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ, ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო“, – განაცხადა მილერმა.

მეტი...

„მხარს არ ვუჭერთ და არ ვახალისებთ უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმებს“ – თეთრი სახლი  

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინას ეხმარებიან და მხარს უჭერენ, თუმცა, არ ახალისებენ მის საზღვრებს გარეთ თავდასხმებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი იმასაც ამბობს, რომ ფაქტი ფაქტად რჩება და რუსეთი აგრ ძელებს უკრაინაზე თავდასხმაა. „მკაფიოდ განვუცხადეთ უკრაინელებს, რომ მხარს არ ვუჭერთ  და არ ვახალისებთ უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმებს. მნიშვნელოვანია, ყველას შევახსენოთ, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო ეს ომი, რუსეთი აგრძელებს თავდასხმას უკრაინის მოსახლეობაზე. რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ სურს თავისი სამხედრო ოპერაციების ჩატარება. თუმცა, ამ ომში აგრესორი რუსეთია“, – აღნიშნა სპიკერმა. რაც…

მეტი...

ტაქსის მძღოლი გაიტაცეს, მოკლეს და მტკვართან დამარხეს – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ა. და 2005 წელს დაბადებული ა.ა. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ნ.ა.-მ, ა.ა.-მ და მათმა თანმხლებმა პირმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებისას აღნიშნული ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლის – 1969 წელს დაბადებული შ.ლ.-ს მოკვლა განიზრახეს. ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო…

მეტი...