რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებზე. პესკოვი აცხადებს, რომ “დივერსანტების თავდასხმა ბელგოროდის რეგიონში ღრმა შეშფოთებას იწვევს”.
,,ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ჩვენგან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს ძალისხმევა გრძელდება და სპეცოპერაცია გრძელდება. რათა მომავალში ასეთი შეღწევების თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს პესკოვი.
კრემლის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა არ გაიმართება.