ევროკაშირის მინისტერიალზე ანალენა ბერბოკმა და პიტერ სიიარტომ იკამათეს

ევროკაშირის მინისტერიალზე გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  იკამათეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”პოლიტიკო” ავრცელებს. უთანხმოების მიზეზი  უნგრული ბანკის, „ოთიფის“ (OTP) როლი გახდა  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

უნგრეთი უარს ამბობს დაამტკიცოს ევროკავშირის მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის მანამ, სანამ კიევი არ ამოიღებს კომპანიას “ომის სპონსორების” სიიდან. დიპლომატები ასევე ამბობენ, რომ დავა აჭიანურებს რუსეთის ახალ სანქციებს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გაიმეორა ბუდაპეშტის პოზიცია დახურულ შეკრებაზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უნგრეთი გააკრიტიკა და მოიყვანა ცნობები, რომ უნგრული ბანკი აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებს და ავრცელებს საკრედიტო ხაზებს რუს ჯარისკაცებზე.

უნგრეთმა ბრალდებები უარყო და და ამტკიცებდა, რომ ბანკის ხელმძღვანელობა “უკრაინის მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავს”.

მსგავსი თემები