საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა – გაფრთხილება მოსახლეობას

განსაკუთრებით საშიში ინფექცია, რომლის ერთ-ერთი გადამდები ტკიპაა, საქართველოში უკვე დაფიქსირდა. ინფექციონისტი თენგის ცერცვაძე საშიშ ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

„ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. რვავე პაციენტი მოთავსებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ყველა გადარჩა. 6 მათგანი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი.

თენგის ცერცვაძის თქმით, ინფექცია მაღალი გადამდებლობით ხასიათდება.

„ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი ლეტალობით: 10-40% (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია), მაღალი გადამდებლობით და ეფექტიანი სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტების/ვაქცინების პრაქტიკულად არარსებობით. განიხილება ანტივირუსული მედიკამენტის რიბავირინის გამოყენება, თუმცა მყარი მტკიცებულებები მის ეფექტიანობაზე ჯერ-ჯერობით არ არის“ – აცხადებს ცერცვაძე.

რაც შეეხება ინფექციის გადადების გზებს, შემდეგია:

ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.), რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ.

 

მსგავსი თემები