,,დაშავდა 12 მოქალაქე, 14 დასახლებაში შუქი არ არის”- რა ვითარებაა ბელგოროდში

ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა ”დივერსანტების თავდასხმის შედეგად”.

მისი თქმით, ორშაბათს ბელგოროდის რაიონი 15-ჯერ დაიბომბა, შებეკინსკის ურბანული რაიონი კი 25-ჯერ.

,,გრეივორონის ურბანული ოლქის დასახლებები ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა, ასევე თავს დაესხნენ თვითმფრინავებს. დაშავდა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა 29 კერძო სახლი და სამი მანქანა. 14 დასახლებაში შუქი არ არის”, – წერს გლადკოვი ტელეგრამში.

მსგავსი თემები