,,ომი გაგრძელდება მანამ, სანამ კრემლის კედლებს პუტინის ჩამომხრჩვალი სხეული არ დაამშვენებს”- რუსეთში ვითარება დაძაბულია

რუსეთში ვითარება დაძაბულია. ორი რუსული დანაყოფი „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ იტყობინებიან, რომ აგრძელებენ ბელგოროდის ოლქის გათავისუფლებას.

დანაყოფები  იმ ადგილებიდან, რომლებიც დაიკავეს ფოტომასალებს და  განცხადებებს ავრცელებენ. მათი განცხადებით, საბოლოო მიზანი წითელი მოედანია.

,,ომი გაგრძელდება მანამ, სანამ კრემლის კედლებს პუტინის ჩამომხრჩვალი სხეული არ დაამშვენებს და მისი ბანდა რუსების რისხვის სამართლიანი სასამართლოთი არ იქნება გასამართლებული. სად და როდის არის საჭირო შეტევა, წყდება მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო აუცილებლობით. ერთ მშვენიერ დღეს მოვალთ და დავრჩებით. ფრონტის ხაზები ღრმა ზურგში მიძინებული ქალაქების ტერიტორიებზე გაივლის. „ზღვისპირა პარტიზანები“, რომლებიც ერთ დროს უშიშროების ძალებს შორის პანიკას იწვევდნენ, ახლა მხოლოდ რეალური აჯანყების ფერმკრთალი პრელუდიაა. რუსებმა აიღეს იარაღი. რუსებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი და ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ აქ უცხოები ვართ. ჩვენ საბოლოოდ დავბრუნდით სახლში!”- ნათქვამია ერთ-ერთ განცხადებაში. 

,,დაშავდა 12 მოქალაქე, 14 დასახლებაში შუქი არ არის”- რა ვითარებაა ბელგოროდში

მსგავსი თემები