ხანძარი რუსეთში – თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიის საწყობი იწვის

რუსეთში, ბრიანკის ოლქის სოფელ დიატკოვოში, ქარხნის საწყობს, რომელსაც თავდაცვის კომპანია იყენებდა, ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

საწყობს  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტაქტორი კომპანია იყენებს, რომელიც კოსმოსური და სამხედრო აღჭურვილობის ოპტიკურ ნაწილებსა და სისტემებს აწარმოებს.

 

 

 

მსგავსი თემები