„ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს…“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას მსგავსი სიტყვების უფლებას ვერ მისცემს.

„ეს განცხადებები, რაც მოვისმინე დღეს ბატონი კობახიძისგან, არ მჩვევია, რაღაც განცხადებებზე პასუხი და „პინგ-პონგი“, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადნახევარია იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს 70 ათასს თუ 80 ათასს ისე, რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი.

მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივ რუსეთის თემა, რომ ვითომ თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას, არც საზოგადოება არც მე და სადაც საზოგადოებაა, იქ მე ვიქნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ დღეს, ყვარელში რუსულ ქორწილთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტის გამო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის.

„ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“ – კობახიძე ყვარელში ანტირუსულ პროტესტზე

 

მსგავსი თემები