„ეზიარებიან და მკითხავთან მიდიან.. მკითხავი ეშმაკის მსახურია, ეს უმძიმესი ცოდვაა“ – ნანა შალვა კეკელია

„ყველა მკითხავი ეშმაკის მსახურია“ – აცხადებს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია. როგორც სასულიერო პირი განმარტავს, თეთრი და შავი მაგია არ არსებობს, ეს უდიდესი ცოდვაა.

„ძალიან ბევრი ადამიანია, ტაძარში დადიან, აღსარებას აბარებენ, ეზიარებიან, ეკლესიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, დღეს ეკლესიაში მიდიან, ხვალ კი მკითხავთან მიდიან და მკითხავს ეკითხებიან  ცხოვრების წესი როგორ დაილაგონ.  ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა. ადამიანი, რომელიც მკითხავთან მიდიოდა, მას წმინდა ზიარების მიღება ეკრძალებოდა. ყველა მკითხავი ეშმაკის მსახურია. არ არსებობს მკითხვი, რომელიც ღმერთს ემსახურება, კეთილი მკითხავი, თეთრი მაგია და შავი მაგია, მკითხავთან სიარული უდიდეს ცოდვაა“ – აცხადებს მამა შალვა.

მსგავსი თემები