პარლამენტთან ანტირუსული აქცია იწყება

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქციისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. აქციის სლოგანია „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“.

ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები სამოქალაქო სექტორი, რიგითი აქტივისტები, აქციაზე ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც მივიდა. აქციის მონაწილეები ითხოვენ შეწყდეს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

მსგავსი თემები