ყვარელში, სადაც რუსული ქორწილი იმართება 16 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში, „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ აქციის 16 მონაწილე დააკავეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მათი დაკავება დაკავება  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოხდა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო კომპლექსში რუსული ქორწილი იმართება, რომელსაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ყვარელში იმყოფება დასანქცირებული სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებიც. ქორწილს კი ლავროვის სიძის ძმა იხდის, რომელმაც ხელი გუშინ, თბილისში ოფიციალურად მოაწერა და ქართული ქორწინების მოწმობა აიღო.

სასტუმროს მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

 

მსგავსი თემები