ყვარელში სპეცრაზმიც შეიყვანეს

ყვარელში, სასტუმრო კომპლექს „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული. დამატებითი ძალები კახეთში მას შემდეგ გადაისროლეს, რაც იქ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და ოკუპანტების ქორწილს აპროტესტებენ.

აქციაზე რამდენიმე ადამიანიც დააკავეს, ვინც რუსი მექორწილეების მანქანას, რომელის პოლიციამ სპეციალური კორდონით შეაცილა ტერიტორიაზე, კვერცხები დაუშინეს.

შეგახსენებთ, რომ ყვარელში გრანდიოზული ქორწილი იმართება. ქორწილს სერგეი ლავროვის სიძის ძმა მართავს. მექორწილეებიც ძირითადად რუსეთიდან ჩამოსულები არიან. ოპოზიციის ინფორმაციით, ქორწილში თავად ლავროვის დასანქცირებული ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. კერძოდ კი მისი ქალიშვილი, მისი ქმარი, ქმრის ოჯახი და სხვები.

პერიმეტრს პოლიციელების საკმაოდ დიდი რაოდენობა იცავს.

მსგავსი თემები