თამაზ გაიაშვილი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით კმაყოფილია

Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი, რომლის თვითმფრინავი მოსკოვში დღეს პირველად გაფრინდა, პუტინის გადაწვეტილებით კმაყოფილია და მადლობას იხდის.

„ეს ნანატრი ნაბიჯები პასუხობს მილიონობით ადამიანის მისწრაფებებს რუსეთსა და საქართველოში, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიის, ეკონომიკისა და კულტურის მრავალსაუკუნოვანი კავშირებით. ასევე საგულისხმოა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნეს კლიმატს საქართველოსა და მის დღეისთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის“, – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ გაიაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გაიაშვილის ავიაკომპანიამ რუსეთ-საქართველოს შორის პირველი პირაპირი ფრენა დღეს შეასრულა.

მსგავსი თემები