რუსი მექორწილეების „ესკორტს“ კვერცხები დაუშინეს

ყვარელში დიდი ქორწილია. მაყრიონის შემადგენლობა ძირითადად რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან, მათ შორის დასანქცირებული სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები. გავრცელებული ინფორმაციით, „ყვარლის ტბაზე“ გრანდიოზულ ქორწილში ტავად ლავროვის ქალიშვილი და სიძეც ჩამოვიდა, რადგანაც, ქორწილს ლავროვის სიძის ძმა იხდის.

მან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ  საქართვლოში გართობის ვიდეოკადრები და ფოტომასალა გაასაჯაროვა კიდეც, თუცა, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტის გახმაურდა და პროტესტი გამოიწვია, ყველაფერი წაშალა.

„ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართება, მაყრიონი პოლიციას ესკორტით შეყავს. რუს მექორწილეებს პოლიციამ სპეციალური კორიდორი გაუკეთა. აქციის მონაწილეებმა კი მათ კვერცხები დაუშინეს, რის გამოც ისინი დააკავეს. ვითარება საკმაოდ დაძაბულია.

„არა რუსულ ქორწილს“… „არა ოკუპაციას“ – იძახიან აქციის მონაწილეები. მათი შეფასებით ლავროვის ოჯახის საქართველო იმ ნაწილში გულაობს, რომლის ოკუპაცია რუსეთმა ვერ მოახერხა.

მსგავსი თემები