„არ შეიძლება, ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს“ – პრეზიდენტი მთავრობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს და შეახსენებს, რომ საკუთარი მოსახლეობის მიმართ მსგავსი თამაში, რასაც ადგილი აქვს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არანაირად შეიძლება.

„ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს; არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს. ჯერ დაიწყო ფრენები და ვიღაცეები დადიან და გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებულები არიან, რომ ფრენები აღდგა. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხია, რომელმაც კარგად იცის რანაირად უნდა დაიცვას თავისი ღირსება, თავისი დამოუკიდებლობა და არავისი საჩუქრები არ სჭირდება მას, არავისგან და პირველ რიგში არა იმ ქვეყნისგან რომელიც არის ჩვენი მუდმივი ოკუპანტი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ყვარელში „რუსულ ქორწილთან“ დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსი მექორწილეები წავიდნენ და ქორწილის მეორე ნაწილი არ შედეგება. მან ქართველ ხალხს ეს გამარჯვება მიულოცა.

კახეთში სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი ჩაიშალა, რუსი მექორწილეები წავიდნენ

მსგავსი თემები