„აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო“ – რუსული ქორწილი ყვარელში

ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ინტერესები, ოპოზიცია კახეთში, კერძოდ კი ყვარელში ეპატიჟება. ეს ის ადგილია, სადაც რუსეთიდან ჩამოსული მაყრიონია შეკრებილი და გრანდიოზულ ქორწილს მართავს. სასტუმრო  „ყვარლის ტბის“ მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.

კახეთში ქორწილს რუსეთის პირველი დიპლომატის, სერგეი ლავროვის ოჯახის ახლო წევრები მართავენ. სიძე ლავროვის სიძის ძმაა.

„ეს ქორწილი არ უნდა შედგეს“ – აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. აქცია დაორგანიზებულია როგორც ყვარელში, ისე თბილისში.

ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკანორ მელია. ის ყვარელში გუშინ ჩავიდა და სასტუმროს ტერიტორიაზეც შეაღწია, სადაც ადმინისტრაციასთან და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუწია.

„ ესენი სტუმრები არ არიან, ესენი ოკუპანტები არიან, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი. აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, “გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და უკრაინა”, – აცხადებს მელია და ყველას ყვარელში იხმობს.

მისივე ინფორმაციით, ყვარელში წყლის ჭავლის მანქანაც კი მიჰყავთ.

 

მსგავსი თემები