უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში ჩაფრინდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამ წუთებში იაპონიაში იმყოფება. პრეზიდენტი ის ქალაქ ჰიროსიმაში ჩაფრინდა, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ზელენსკი იაპონიაში  საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა. პრეზიდენტი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

„იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. დღეს  მშვიდობა  უფრო გვიახლოვდება”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები