იაპონიაში „დიდი  შვიდეული“ შეიკრიბა, ადგილზეა ზელენსკიც

G7-ისე ქვეყნები უკრაინასთან დაკავშირებით კომუნიკეს ავრცელებენ, სადა ერთხმად აღიარებენ მზაობას ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად.

როგორც „დიდი შვიდეულის“ წევრები აცხადებენ, უკრაინაში გრძელდება რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის.

„ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატიური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, გავზარდოთ ხარჯები რუსეთისთვის და მისი ომის მხარდამჭერებისთვის, გავაგრძელოთ, დავუპირისპირდეთ ომის ნეგატიურ ზემოქმედებას დანარჩენ მსოფლიოზე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ადამიანებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში ვლადიმირ ზელენსკი საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩაფრინდა.

მსგავსი თემები