ბათუმში, სტალინური სიების თანახმად დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვეს

ქალაქ ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიტორიაზე, კერძოდ ფრიდონ ხალვაშის ქუჩის N338-ში, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს. ადამიანის ნეშტები უწესრიგოდ და უპატრონოდ იყო დამარხული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის N338-ში მდებარე საბანკო შეკრების ბაზა N3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე.

21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს.

“შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის N3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

1937-1938 წლებში, ქალაქ ბათუმში დახვრეტილ პირთა სიაში, 608 ადამიანის გვარია შესული. 

მსგავსი თემები