„ტრიუკი ჩაატარა, გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი“ – ლევან ხაბეიშვილი

პარლამენტი შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს არ სჯერათ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების, რომ ყვარლიდან „რუსი მექორწილეები“ გავიდნენ და ქორწილი არ შედგა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს ტრიუკი ჩაატარებინეს.

„საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა. გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო. ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმი. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო – არ უნდა იყოს დაღლა, უიმედობა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა“ – განაცხადა მან აქციაზე.

შეგახსენებთ, რონ 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა და განაცხადა, რომ ქორწილი არ შედგება, რადგანაც მექორწილეებმა ყვარელი დატოვეს.

 

მსგავსი თემები