“სპეცოპერაცია” სახელით  საბოტაჟი საქართველოს ინტეგრაციას” – ნინო ლომჯარია

პარლამენტის შენობის წინ ანტირუსულ აქციაზე ყოფილი სახალხო დამცველი ნინო  ლომჯარიაც მივიდა. როგორც მან განაცხადა, პუტინის ხელისუფლებამ იგრძნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ძალიან რეალურია და ამიტომაც გააქტიურდა.

„როგორ ჩანს, პუტინის ხელისუფლებამ იგრძნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის ძალიან რეალური და არ არის შორს ის დრო, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ სტატუსი. ამიტომ, დაიწყეს “სპეცოპერაცია” სახელით „საბოტაჟი საქართველოს ინტეგრაციას“. რუსული კანონი ეს იყო პირველი ნაბიჯი, ამ მიმართულებით და ამ პარლამენტმა და ხელისუფლებაში მყოფმა უმრავლესობამ ხმა დაუჭირა კანონპროექტს, რომლის ძალითაც დღეს ჩვენთან შეწყვეტილი უნდა ყოფილიყო ყველანაირი დასავლური დაფინანსება ქართული ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო სექტორის“ – აღნიშნა ლომჯარიამ.

მისივე განცხადებით, რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, როგორც ჩანს, იყო ეკონომიკური დამოკიდებულების და მიჯაჭვულობის კიდევ უფრო გაძლიერება და სამომავლოდაც აუცილებლად იქნება გარკვეული ნაბიჯები ამისკენ.

„ვხედავ იმას, რომ ეს გეგმა ხორციელდება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად კოორდინაციით და ვხედავ იმას რომ ხდება სინამდვილეში რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურად მართლა ვკარგავთ სუვერენიტეტს“ – აღნიშნა ლომჯარიამ აქციაზე.

 

მსგავსი თემები