ქართული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

საქართველო-რუსეთს შორის პირველი ავიამიმოსვლა ქართულმა ავიაკომპანიამ შეასრულა. Georgian Airways-ის პირველი რეისი ვნუკოვის აეროპორტში დაეშვა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ დატვირთვა დაახლოებით 80% იყო.

როგორც ქართულ ავიაკომპანიაში აცხადებენ, საქართველო-რუსეთს შორის რეისი ყოველდღიურად შესრულდება.

მსგავსი თემები