ყვარელში დაკავებულებს შორის პოლიტიკოსებიც არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე პარტიის წევრები და აქტივისტები დააკავეს.

„დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი, ასევე, საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარლის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან – დავით დიღმელაშვილი, რამაზ ქერეჭაშვილი, ნიკა ღონიაშვილი. დაკავებული არის ასევე, “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე, პარტიის წევრები – გიორგი და ალიკა მირაქოვევები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია”, – აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო კომპლექს „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ სპეცრაზმი შეიყვანეს. კომპლექსში რუსული ქორწილი იმართება, რასაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ქორწილს სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრებიც ესწრებიან.

ყვარელში ვითარება რთულია.მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები და სპეცრაზმი იცავს.

 

მსგავსი თემები