საქართველოს პრეზიდენტი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს და სხვებსაც იგივეს მოუწოდებს

საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენის შესრულებისა და პუტინის აღნიშნული გადაწყვეტილებით აღფრთოვანების გამო, სალომე ზურაბიშვილი  „ჯორჯოან ეარვეიზს“ ბოიკოტს უცხადებს.

„მე ჩემთვის ვაწესებ, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს „აირზენაზე“. „აირზენა” არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. და კიდევ ერთი რამ, მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, ვიდრე ეს იქნება „აირზენას“ ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა დღეს შეასრულა და მისმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა ვლადიმერ პუტინს მადლობაც გადაუხადა აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის.

 

მსგავსი თემები