„ყვარლის ტბასთან“ აქციის მონაწილეები დააკავეს  – რუსული ქორწილი კახეთში

კახეთში, სასტუმრო კომპლექს „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს. „რუსებო“… „რუსებო“… „მონებო“… „არა რუსულ ქორწილს“… „არა მონობას“ – ისმის შეძახილები ადგილზე. ახალგაზრდები ყვარელში რუსულ ქორწილს აპროტესტებენ.

ადგილზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. პოლიცია აქციით მონაწილეებს აკავებს და პერიმეტრიდან გაჰყავთ.

ადგილზე სიგნალის ჩამხშობ მოწყობილობაც განათავსეს, რაც მედიის მუშაობას ხელს უშლის.

რუს „მექორწილეებს“ კი პოლიცია სასტუმროს ტერიტორიაზე კორდონით აცილებს. ვითარება საკმაოდ რთულია.

მთელ პერიმეტრზე უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ტერიტორიაზე სპეცრაზმიც შეიყვანეს, რომ რუსი მოქეიფეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

შეგახსენებთ, რომ „ყვარლის ტბაზე“ ქორწილს იხდის რუსეთის პირველი დიპლომატის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა. არსებული ინფორმაციით, ქორწილს დასანქცრებული რუსებიც იმყოფებიან, კერძოდ – ლავროვის ქალიშვილი, სიძე და სხვა პირები.

მსგავსი თემები