კახეთში სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი ჩაიშალა, რუსი მექორწილეები წავიდნენ

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით, რუსული ქორწილი, რომელიც „ყვარლის ტბაზე“ იყო დაგეგმილი, არ ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

„ვიცი, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან აღელვებულია და მეც. ვუახლოვდები 26 მაისს და თუ ვაპირებთ პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს სულ სხვა რამე ხდებოდეს ამ ქვეყანაში, ეს სასაცილო თუ არამ სატირალია.

ამ დღევანდელ ინციდენტზე მივიღე ბოლოს პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ წასულები არიან ის ოჯახი ის ადამიანები, რომებლიც აპირებდნენ დღეს ქორწილის გადახდას და ქორწილი დღეს არ ჩატარდება. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორ თავის როზე გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა “ – სალომე ზურაბიშვილი რუსულ ქორწილზე

მსგავსი თემები