ამერიკა უკრაინას ახალ, უზარმაზარ სამხედრო დახმარებას გაუწევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში იმყოფება. იაპონიაში ჩადის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სადაც „დიდი შვიდიანის“ სამიტი იმართება.

უკრაინა დღეს შტატების მხრიდან ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ მორიგ ინფორმაციას მიიღებს. საუბარია 375 მილიონ დოლარიან დახმარებაზე.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერებას სწორედ იაპონიის სამიტზე გეგმავს. იაპონიაში დაგეგმილია უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრაც.

მსგავსი თემები