სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების გართობა და გულაობა თბილისსა და კახეთში

ლავროვების ოჯახის წევრებმა თბილისში ხელი მოაწერეს, სუფრა გაშალეს, გრანდიოზული ქორწილი კი კახეთში დაგეგმეს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გახმაურდა, ყველა უარზეა – სასტუმროც და რესტორანიც. თუმცა, ფაქტო ფაქტად რჩება – სიძემ და მაყრიონმა  თავად გაავრცელა თბლისში ყოფნის ფოტოებიც, ვიდეოც და დროის ტარების ამსახველი მასალა. მოგვიანებით კი, ეს ყველაფერი გაქრა და ყველა უარზეა.

საუბარია ლავროვის სიძის ძმაზე –  მოშე ვენურკუროვიზე, რომელმაც ბედნიერების აღსანიშნავად თბილისი და კახეთი აარჩია. ბუნებრივია, რუსეთიდან სიძე-პატარძალს  „დელეგაციის წევრებიც“ ჩამოყვნენ. მათი ვინაობა სრულიად გასაიდუმლოებულია. გასაიდიმლოებულია ერთი იმიტომ, რომ სერგეი ლავროვის ქალიშვილი, რომელიც დიდი ალბათობით მაყრიონში შედის, დასანქცირებულია.

„სტუმრების უმრავლესობა ვლადიკავკაზით ჩამოვიდა. ისინი გზადაგზა ვიდეოებს იღებდნენ და სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ, თუმცა ლავროვის შვილის ჩამოსვლის გზა უცნობია. დარწმუნებული ვარ, რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული საქართველოს უსაფრთხოებასთან, შეუძლებელია რომ შემოსულიყო”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

როგორც სასტუმრო კომპლექს „ყვარლის ტბის,“ისე „ახაშენის“ ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, რომ მათ რუსი მექორწილეები ჰყავთ სტუმრად. მათი თქმით, ლავროვის გვარით სასტუმრო დაჯავშნილი არ არის, თუმცა, არც სიძეა ლავროვი და არც პატარძალი ლავროვა.

ლავროვების ოჯახის წევრებმა თბილისში იქორწინეს, გრანდიოზული სუფრა კახეთში იმართება

მსგავსი თემები