რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრები ქორწინებისთვის და გრანდიოზული ქორწილის გადასახდელად საქართველოს არჩევენ. ხელმოწერის ცერემონია უკვე შედგა, ქორწილი კი დღეს კახეთში იმართება.
სიძე სერგეი ლავროვის ქალიშვილის – ეკატერინე ლავროვას ქმრის – ალექსანდერე ვინორკუროვი ძმა მოშე ვინორკუროვი. რუსეთიდან საქართველოში ქორწილში მიწვეული „დელეგაციის“ წევრებიც ჩამოვიდნენ.
მოშე ვინორკუროვი საქართველოში ვიდეოც გადაიღო და გაავრცელა. მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა და პროტესტი მოჰყვა, მან instagram-ი დაბლოკა.
კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბა“, სადაც ქორწილი იმართება, დახურული წვეულების გამო 2 დღით დაიკეტა.