„წამალი ბავშვებს“ – აქცია გრძელდება

ამ წუთებში, მთავრობის კანცელარიასთან ხმაურია. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები და მათი მხარდამჭერები კანცელარიასთან შემოვლებულ რკინის ღობეს ხელებს ურტყამენ დ ამ გზით აგონებენ მთავრობას საკუთარ ხმას. მშობლების მოთხოვნა უცვლელია  და ეს არის „წამალი ბავშვებს“, რომელსაც აქციის მონაწილეები ერთხმად იძახიან მთავრობის ადმინისტრცისთან. როგორს მშობლები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ და პროტესტი მანამ გაგრძელდება სანამ მთავრობისგან არ მიიღებენ მყარ პასუხს, რომ მათი შვილებისთვის მთავრობა პრეპარატს შეისყიდის. “ჩემს შვილს ან წამალს მივუტან ან საკუთარ თავს აქ, კანცელარიასთან გავწირავ” – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

მეტი...

დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში მომხმარებელთა ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრა გახსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებსაც სემეკის წარმომადგენლებმა გააცნეს ახალი ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ითვალისწინებს თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის პრინციპებს,  სადაც ბაზრის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობები, კონკურენტული ფასის გამჭვირვალედ ჩამოყალიბება, აღნიშნული  კი მომხმარებელს მისცემს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრების ორგანიზება, რათა დაინტერესებულ პირებს მეტი ინფორმაცია…

მეტი...

პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით თბილისში უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან შეხვედრები გამართეს

ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან,თბილისის კლასიკური გიმნაზიის,74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და ძველი თბილისის რაიონის „ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ე.წ. „ქურდული სამყაროს“ დანაშაულების სპეციფიკაზე, არსებულ კანონმდებლობაზე, აღნიშნული დანაშაულების მიმართ საქართველოს პროკურატურის მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, დანაშაულთან ბრძოლის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა ე.წ.,,ქურდული სამყაროს“ კრიმინალური სუბკულტურის დამარცხებაში საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელოვან როლს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ. საინფორმაციო კამპანია „ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების…

მეტი...

მხარეებმა რეგონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთულ დღის წესრიგზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრისას განხილულ იქნა მოახლოებული ნატოს ვილნიუსის სამიტი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება…

მეტი...

მშობლები პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილები არიან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მათ  მშობლებს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მშობლები პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილები არიან, რადგან სალომე ზურაბიშვილისგან იმედიანად გამოვიდნენ. როგორც მშობლები აცხადებენ, პრეზიდენტმა მათ პირობა მისცა, რომ მის კონტაქტებს გამოიყენებს, მსოფლიოში ცნობილ ექიმებს ჩართავს ამ კონკრეტულ საქმეში და ჯანდაცვის უწყებას დაეხმარება შესაბამისი გაიდლაინის შემუშავებაში, რომელიც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების პრეპარატით უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. „პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა. ძალიან სასიამოვნოა, რომ სრულად იყო გაცნობიერებული ამ სინდრომის შესახებ, ექიმებთან ჰქონდა გავლილი კონსულტაცია და მომზადებული შეგვხდა მედიკამენტთან დაკავშირებით. მოისმინა ჩვენი ამბავიც, რა გამოვიარეთ ამ წელიწადნახევრის…

მეტი...

პრეზიდენტმა მშობლებს უთხრა, რომ პრეპარატი, რომელსაც ისინი ითხოვენ, უსაფრთხოა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა. როგოც შეხვედრიდან გამოსული მშობლები აცხადებენ,სალომე ზურაბიშვილისგან მათ მიიღეს ინფორმაციას, რომ პრეპარატი რომლის შემოტანასაც მშობლები ითხოვენ, აბსოლუტურად უსაფრთხოა. „პრეზიდენტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მან გადაამოწმა პრეპარატთან დაკავშირებით ინფორმაცია და დადასტურდა რომ ეს პრეპარატ ჩვენი შვილებისთვის არის აბსოლუტურად უსაფრთხო“ – აცხადებენ მშობლები. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები, მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა-მარშისთვის ემზადებიან, მათი მოთხოვნაა „წამალი ბავშვებს.

მეტი...

„თვითონ სხედან ნაგავში, ტალახში, სიბინძურეში“ – გია ვოლსკი

„როგორ შეიძლება, ყველა თემაზე საპარლამენტო კომისია შეიქმნას, რათა უპირატესობა მოიპოვოს ამ უნიათო რაღაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომ რაღაცით გამოჩნდნენ“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მათ ყველა რესურსი ამოწურეს და ახლა ამბობენ, საგამოძიებო კომისია თუ არ შეიქმნა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ კავშირი აქვს ქოლცენტრებთან-ო. „ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ აქვთ არანაირი მიმართულებით. არც პოლიტიკური, ეკონომიკური, არც ჰუმანიტარული მიმართულებით. ყველა რესურსი ამოწურეს და ახლა ამბობენ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თუ არ შეიქმნა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ კავშირი აქვს ქოლცენტრებთანო. დასაშვებიც არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას და გინდ ცალკეულ პირებს, მინისტრების…

მეტი...

„ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ბიძინა ივანიშვილს, თუ ელენე ხოშტარიას..?!“ – გია ვოლსკი

მმართველი გუნდის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი  IRI-ის კვლევებს არასანდოს უწოდებს. როგორც დეპუტატი  აცხადებს,  ეს არ არის კვლევა. „თქვენ თუ გაინტერესებთ, ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ბიძინა ივანიშვილს, თუ ელენე ხოშტარიას, ჩემი აზრით, ივანიშვილს მეტი რეიტინგი აქვს და საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, არასდროს არავისთვის არაფერი დაუყვედრებია. არ მგონია, ეს მონაცემიც, გარდა სხვა მონაცემებისა, მართალი იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. „იმ ოთახში მგონი რაღაც აერიათ“ – გია ვოლსკი IRI-ის კვლევაზე  

მეტი...

„იმ ოთახში მგონი რაღაც აერიათ“ – გია ვოლსკი IRI-ის კვლევაზე  

„სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, მუდმივად ცდილობენ, წელიწადში რამდენჯერმე თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი IRI-ის კვლევებზე. „თავს ირცხვენენ კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, ანუ 2024 წელს არჩევნები რომ იყოს, გამარჯვების გარკვეული შანსები გააჩნია კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება ხაბეიშვილის, ვაშაძის, ხოშტარიას, ჯაფარიძის, ვანო მერაბიშვილისა და ასეთი პოლიტიკური სუბიექტებისგან. გაიმარჯვებს და ასეთი კოალიციური მმართველობა შედგება იმ კანონის მიხედვით, რომელიც შექმნა და რომლის ავტორი და მიმღები „ქართული ოცნებაა“, ელექტრონული არჩევნებით და პროპორციული სისტემით. IRI-მ ამჯერად ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ამბობს,…

მეტი...

„კარგია, რომ „ქართულ ოცნებას“ 19% აქვს და დანარჩენი ოპოზიციისაა“ – იაგო ხვიჩია

პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „გირჩს“ ებრძვიან, რადგანაც მათი არც ერთი წევრი შეუყვანიათ კვლევებში. როგორც ხვიჩია აცხადებს უნდა, რომ ამ კვლევებს ენდობოდეს, თუმცა, ვერ ენდობა. „როცა ვხედავ, რომ პოლიტიკოსების გამოკითხვებში არც ერთი ადამიანი არ არის შეტანილი ჩვენი პარტიიდან, ვგრძნობ, რომ გვებრძვიან.  ბრძოლის ფარგლებშია ეს გაკეთებული. მიჭირს დავიჯერო დანარჩენი მონაცემების უტყუარობა. თუ ეს ყველაფერი მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგია უნდა შეცვალოს. ფიზიკურად გამორიცხულია ამ მიმართულებით გაგრძელება და წარმატების მიღწევა. კარგია ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 19% აქვს და დანარჩენი ხმები ოპოზიციისაა.  ბოლომდე…

მეტი...

შვედეთიდან რუს დიპლომატებს აძევებენ

შვედეთმა ქვეყნიდან ხუთი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. შვედეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, დიპლომატებს ქვეყნის დატოვება უკვე მოსთხოვეს. „შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა ხუთმა ადამიანმა ქვეყანა უნდა დატოვოს. აღნიშნულის მიზეზია ის ქმედებები,  რომლებიც შეუთავსებელია ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციასთან,” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში. დიპლომატების გაძევების მიზეზი დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობაა. შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატები ქვეყნიდან ნორვეგიამაც გააძევა, ამ შემთხვევაში, მიზეზი შპიონაჟი გახდა.  

მეტი...

,,რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ”- იენს სტოლტენბერგი

,,რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ,”-  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. „ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და…

მეტი...

,,საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი”- იენს სტოლტენბერგი

,,საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსის წევრები სრულად უჭერენ მხარს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია მისი მეტად განმტკიცება. განსაკუთრებით კი, ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მინდა, შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების, ფუნდამენტური უფლებების…

მეტი...

კახეთში მდინარემ 72 წლის კაცი გაიტაცა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, ადიდებულმა მდინარე სტორმა 72 წლის კაცი გაიტაცა. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. კაცი, ავტომობილში შვილთან ერთად იმყოფებოდა და  ადიდებულ მდინარე სტორში გასვლას ცდილობდა, რა დროსაც მანქანის ძრავა ჩაქრა და გზის გაგრძელება ვერ შეძლეს. შვილმა წყლიდან გამოსვლა მოახერხა, 72 წლის კი მდინარემ გაიტაცა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის მაშველები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი  აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში ხვდება. ,,ჩვენი მიმართვის შემდეგ პრეზიდენტი დაკვიკავშირდა და დაგვიბარა. ჩვენ ვითხოვთ, გვიშუამდგომლოს მთავრობასთან, მოახსენოს ის რაც სიმართლეა და არა ჯანდაცვის მოწამლული სიმართლე,”- განუცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ”ტვ პირველს”. შეგახსნებთ,  აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან წამლის შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.

მეტი...

„ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება”- ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. „ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება.  საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას“, –  აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR). პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და  მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს…

მეტი...

პირს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

33 წლის გიორგი გოჩიტაშვილს, რომელიც დედოფლისწყაროში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევა, დედოფლისწყაროში 23 აპრილს მოხდა, სამართალდამცველებმა გოჩიტაშვილი რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, “მთავარი არხის” ინფორმაციით, გიორგი გოჩიტაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალები სთხოვა, უარის შემდეგ კი მისი სახლის ჭიშკარს მეგობრის კუთვნილი სატვირთოთი დაეჯახა. დაკავების ვიდეოკადრები: https://youtube.com/shorts/dP1pIucJhts წყარო: ”მთავარი არხი”.

მეტი...

,,მნიშვნელოვანი იყო ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა”- მედვედევი 2008 წლის ომზე

მნიშვნელოვანი იყო ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა. მედვედევი 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიას ”სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. ,,უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით მხარი ფედერალურმა საბჭომ დაუჭირა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო – რათა ჩაგვეტარებინა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა, ამ ეგრეთ წოდებულ ხუთ-დღიან ომში. ეს რა თქმა უნდა, პერსონალურად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული გადაწყვეტილება იყო,” – განაცხადა მედვედევმა.  მისი თქმით, იყო სხვა გადაწყვეტილებები, მაგალითად, ”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების…

მეტი...

,,პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს”- არჩილ თალაკვაძე

,,პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს წარმატებული და მით უმეტეს გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს,” – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე IRI-ის კველევის შედეგებს. მისი თქმით, 2024 წელს არჩევნებზე გადამოწმდება, ვის რა მხარდაჭერა აქვს. „გვახსოვს, ეს კვლევები შვიდჯერ, რვაჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით და გამოჩნდა, რომ ის აცდენილი იყო რეალობას. რა თქმა უნდა, ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს, ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობა“ როცა დაშლის პირასაა და შიგნით გაყოფა-გადანაწილებით არის დაკავებული, წარმოუდგენელია, ეს რეიტინგიც კი ჰქონდეს. პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს წარმატებული და მით უმეტეს გამარჯვებული, ასეთი…

მეტი...

,,ზურგზე დაეცა თავით, აბსოლუტურად შავი ფერის იყო ადამიანი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს შაბათს გონების დაკარგვის ორი ეპიზოდი ჰქონდა. მისი თქმით, როდესაც სააკაშვილმა მეორედ დაკარგა გონება, იმ დროს პალატაში ექთანი და საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ,,პირველ შემთხვევაში მე და ჩემი შვილი ვიყავით. ზურგზე დაეცა თავით, მთლიანად სიგრძეზე, იყო აბსოლუტურად შავი ფერის ადამიანი, მაშინვე შემოვიდნენ ბადრაგები და ექთანი, აიყვანეს ამ ბიჭებმა და დააწვინეს გასაშლელ სავარძელზე, რომელზეც იჯდა მანამდე. დრო დაგვჭირდა, რომ მოგვესულიერებინა. რომ მოვიდა გონზე, მე მიყურებდა და მკითხა რა დამემართაო. ჩხაიძე იქ არ დასწრებია ამას ყველაფერს და არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიწოდებული, მე ვარ ცოცხალი…

მეტი...

,,პუტინი არცერთ ბუნკერში არასდროს მჯდარა”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინს ორეულები ჰყავს და თვითონ ბუნკერში ზის, სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, პუტინი ბუნკერში არასდროს მჯდარა. „ალბათ გსმენიათ იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბევრი ორეული ჰყავს, რომლებიც მის ნაცვლად მუშაობენ, როდესაც ის ბუნკერში ზის, ეს კიდევ ერთი დიდი ტყუილია. თქვენ ყველა ხედავთ როგორია ჩვენი პრეზიდენტი. ის ადრეც აქტიური იყო და ახლაც აქტიურია. ადამიანებს, რომლებიც მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, გვიჭირს, რომ დავეწიოთ, მისი ენერგეტიკის შეიძლება მხოლოდ გშურდეს. თქვენ შეგიძლიათ ინატროთ, რომ იყოთ ისეთივე ჯანმრთელი, როგორიც ის არის. რა თქმა უნდა, პუტინი…

მეტი...

მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება საქართველოს…

მეტი...

,,ხელისუფლების პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში რუსეთს მომავალი არ აქვს”- ხატია დეკანოიძე

„ქართული ოცნების“ რეიტინგის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი, ნოყიერი სამუშაოა“, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს. მისი თქმით, პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში რუსეთს მომავალი არ აქვს. „საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი არის საფრთხე და ევროკავშირი და ნატო არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველომ უნდა აირჩიოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დამაიმედებელია. ხელისუფლების პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში რუსეთს მომავალი არ აქვს, საქართველოში მომავალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირს და ნატო-ს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მეტი...

სასტიკი მკვლელობა ხაშურში – მეზობელმა მეზობელი მოკლა

სასტიკი მკვლელობა ხაშურის რაიონში – არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის კაცი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ, სოფელ ალში, ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება”- ირაკლი ქარსელაძე

გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსენება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინტენსიურად მუშაობენ, რათა რიკოთის 149-ე კილომეტრზე სპეციალური რეჟიმის გარეშე გადაადგილება მალე აღდგეს. „მიმდინარეობს კვლევა-ძიების სამუშაოები. რიკოთის 149-ე კილომეტრზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ საბოლოო საინჟინრო მოწყობის სამუშაოები ჩატარდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მალე გვექნება პროექტი და რაც შეიძლება მალე შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის აღდგენას. მანამდე კი, ნებისმიერი ჩაკეტვა-გახსნა ან გადართვა დაფუძნებული იქნება გონივრულ და ექსპერტულ დასკვნებზე. გვაქვს ამოცანა, რომ ზაფხულის სეზონამდე შევძლოთ ყველა…

მეტი...

,,ქართული ოცნებისა და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა”- კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას ეხმიანება. მისი თქმით, ქართული ოცნებისა და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა. ,,კარგი ამბები საქართველოდან! ქართული ოცნებისა და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა. ქართველი ხალხის თითქმის 90% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!”- წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მეტი...

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტი “სარფის” ტერიტორიაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი “სარფის” ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, რომელიც საქართველოში სატვირთო ავტომობილით შემოვიდა, განსაკუთრებით…

მეტი...

,,ჩემს თავისუფლებისმოყვარე ერს სჯერა ევროპის, დროა, ევროპასაც სჯეროდეს ჩვენი და საკუთარი თავის”- შალვა პაპუაშვილი

,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იკვეთება მყარ ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენცია. დეზინფორმაციის ამჟამინდელ ცუნამში, ევროკავშირის ნამდვილი სიძლიერე იმ მოსაზრებების გაძლიერებაა, რომლებიც არა აღქმებს, არამედ ფაქტებს ეფუძნება“-  ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში, ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაზე  განაცხადა. მისი თქმით, ვროკავშირს შეუძლია, დაიბრუნოს თავისი „რბილი ძალა“ სიმართლისა და მორალურობის მხარეს დგომით და იმ ღირებულებების განმტკიცებით, რომლებსაც განასახიერებს ეს ორგანიზაცია. „საზოგადოების ნდობის შენარჩუნება თუ გვსურს, ჩვენმა დემოკრატიული მმართველობის ინსტიტუტებმა გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებზე დაფუძნებული მიდგომა უნდა გამოიყენონ. მესამე, ევროკავშირში წევრობის დაპირება განმტკიცებული უნდა იყოს მისი ინსტიტუტების თანმიმდევრული მიდგომით, რომელშიც ნაკლებად იქნება სუბიექტური და პარტიული…

მეტი...

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სუდანიდან  საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სუდანიდან  საქართველოს, პერუსა და უკრაინის  მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. უწყების ცნობით, სულ გამოიყვანეს 138 მოქალაქე, მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვია. ,,უწყვეტი ბრძოლის, “დუმილის” რეჟიმის დაუცველობის, საკვების, წყლისა და აღჭურვილობის ნაკლებობის პირობებში, უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად ავიაციის სპეციალისტები – პილოტები, ტექნიკოსები და მათი ოჯახის წევრები, ევაკუირებული იქნა ზონიდან. შეიარაღებული კონფლიქტი. ასევე ევაკუირებული იქნა საქართველოსა და პერუს მოქალაქეები,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ევაკუირებული უსაფრთხოდ, ეგვიპტეში იმყოფებიან.

მეტი...

,,არ ვაპირებ სხვა ქვეყანას ჩავბარდე, ჩემს ქვეყანაში ველოდები წამალს”- მშობლები მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან

მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება.  მშობლებმა ადმინისტრაციის შენობასთან კიდევ ერთი ღამე გაათენეს. ,,მე არ ვაპირებ, რომ  დავტოვო ჩემი დანარჩენი ორი შვილი, მოვკიდო პეტრეს ხელი და ჩავბარდე ლტოლვილად სხვა ქვეყანას, იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა მიიღოს მედიკამენტი. არ ვაპირებ, რომ ყველაფერი დავტოვო და ამ ქვეყანაში დარჩეს ეს უსამართლობა. არ ვაპირებ არცერთ ქვეყანას ჩავბარდე, ჩემს ქვეყანაში ველოდები წამალს, სანამ წამალი არ გვექნება დავრჩები აქ,” – განუცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ”მთავარ არხს”.

მეტი...

50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი – კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი. კითხვაზე, რა უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: მხოლოდ პრო-ევროკავშირი და დასავლეთი – 50%; პრო-დასავლური, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით – 32%; პრო-რუსული, მაგრამ ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით – 7%; მხოლოდ პრო-რუსული – 2%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 9%. ამასთან, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა, რომ საქართველო შეურთდეს ევროკავშირს, პასუხები ასეთია: სრულად ვუჭერ მხარს – 75%; ნაწილობრივ ვუჭერ -14%; ნაწილობრივ არ ვუჭერ – 3%; კატეგორიულად…

მეტი...

42% მიიჩნევს, რომ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს უთხრის ძირს – კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა- 42% მიიჩნევს, რომ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს უთხრის ძირს. კერძოდ, გამოკითხული მოქალაქეები ეთანხმებიან, რომ: უცხოური აგენტების კანონის მიღება ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს – 42% (მტკიცედ), 18 (გარკვეულწილად) უცხოური აგენტების კანონის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას – 38% (მტკიცედ), 18% (გარკვეულწილად) უცხოური აგენტების კანონის მიღება საქართველოს აახლოებს რუსეთთან – 38% (მტკიცედ), 18% (გარკვეულწილად) კვლევის თანახმად, რესპონდენტთან უმეტესობა – 38% ფიქრობს, რომ კანონის მიღება საქართველოს აახლოებს რუსეთთან. 18% ამბობს, რომ მეტწილად ეთანხმება ამ წინადადებას,…

მეტი...

,,ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს”- ლევან ხაბეიშვილი IRI-ის კვლევაზე

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმიანება. როგორც ლევან ხაბეიშვილის წერს, აღნიშნული კვლევა, ”აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს”. ,,გამოქვეყნდა  ახალი კვლევა, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა. უკანასკნელ 3 თვეში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2.5 – ჯერ გაიზარდა ნოემბრის კვლევით- 25 % ჰქონდა “ოცნებას” და ენმ – ს 6 % …  მარტის თვის  კვლევით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს 14 % და “ოცნებას” 19 % … კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს ენმ 7- ჯერ უსწრებს … ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს რუსმა ივანიშვილმა, ყველაზე კარგად იცის,…

მეტი...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, 1972 წელს დაბადებული, ე.კ., 1994 წელს დაბადებული ქ.ბ., 1987 წელს დაბადებული ნ.დ. და 2004 წელს დაბადებული დ.ს., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული. „დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ე.კ., რომელიც თბილისში მდებარე მასაჟის ერთ-ერთი სალონის მფლობელი იყო და ამავე ობიექტის მენეჯერები – ქ.ბ., ნ.დ. და დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების…

მეტი...

გამოკითხულთა 87% ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა  87% საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს. გამოკითხულთა 8% ამბობს რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს აშშ ქმნის, კიდევ 8% – თურქეთს ასახელებს, 4% – ირანს, 3% – სომხეთს, 3% – აზერბაიჯანს, 3% – ევროკავშირს, 2% – უკრაინას, ხოლო  2% – ჩინეთს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ევროკავშირია. კვლევის თანახმად, რესპონდენტების 76% საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 6% – თურქეთს, 5% – აშშ-ს, 2% – ევროკავშირს, კიდევ 2% – უკრაინას, ასევე 2-2%…

მეტი...