,,მნიშვნელოვანი იყო ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა”- მედვედევი 2008 წლის ომზე

მნიშვნელოვანი იყო ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

მედვედევი 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიას ”სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.

,,უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით მხარი ფედერალურმა საბჭომ დაუჭირა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო – რათა ჩაგვეტარებინა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა, ამ ეგრეთ წოდებულ ხუთ-დღიან ომში. ეს რა თქმა უნდა, პერსონალურად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული გადაწყვეტილება იყო,” – განაცხადა მედვედევმა. 

მისი თქმით, იყო სხვა გადაწყვეტილებები, მაგალითად, ”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ”.

„ესეც რთული გადაწყვეტილებებია, მოითხოვდა დისკუსიას, დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონვას, მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვდა“, – აღნიშნა მედვედევმა.

მსგავსი თემები