„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ოთხ მოთხოვნას უყენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე ოთხი მოთხოვნა გააჟღერა და ხელისუფლებისგან მისი შესრულება მოითხოვა. „პირველი მოთხოვნაა – ლაზარეს თავისუფლება; მეორე მოთხოვნაა – დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა; მესამე მოთხოვნაა – მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება; მეოთხე მოთხოვნაა – დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა“ – განაცხადა ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. ხაბეიშვილმა პოლიტიკურ სუბიექტებს აღნიშნული მოთხოვნების გარშემო გაერთანება და დისკუსია შესთავაზა.

მეტი...

პარლამენტის შენობასთან აქცია „ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია იმართება საქართველოს პარლამენტის შენობასთან.  აქციის სლოგანია „ერთად ევროპაში.“ აქცია საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნებით გახსნეს. „ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე წინააღმდეგ შემთხვევაში, 9 აპრილს დაღუპული გმირთა სულები არ გვაპატებენ… დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს… ჩვენ ვართ ბრძოლის ავანგარდში რუსულ რეჟიმთან“ – ისმის აქციაზე. აქციაზე ამ წუთებში 9 აპრილს დაღუპულთა გვარებს კითხულობენ. “მიშა”… “მიშა”… “თავისუფლება მიშას”… “თავისუფლება ლაზარე გრიგორიადისს” – ისმის აქციაზე.

მეტი...

„საოცარი გული აქვთ ქალებს“ – მეუფე იაკობი

„ჩვენ საქართველოში ქალებს რატომ ვაფასებთ და რატომ აფასებდნენ ჩვენი წინაპრები? იმიტომ, რომ, არ უღალატეს და იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მაცხოვართან იყვნენ სულ და ღმერთმა, ჩვენ ერსაც მისცეს იმის ნიჭი და ძალა, რომ არ მიგვეტოვებინოს მაცხოვარი, თორემ შეხედეთ იუდას, რა დაემართა“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგებისას. მეუფეს თქმით, თუ შეცდომას ჩავიდენთ, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ღვთის წინაშე. „30 ვერცხლი უნდოდა, ფული უნდოდა? არა, მერე გადაყარა, უკან არც გამოართვეს. რა უნდოდა? უნდოდა, რომ თვითონ ემართათ მთელი მსოფლიო და როცა გაარკვია აქაური მეუფეობისთვის არ იყო მოსული, მიწიერმა თანამდებობამ, თუ რაღაცამ გააგიჟა, გააცოფა და…

მეტი...

„გლოცავთ და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს“, – პატრიარქი

საქართველოს პატრიარქი სრულიად საქართველოს ულოცავს ბზობის დღესასწაულს. როგორც პატრიარქი ბრძანებს, 9 აპრილი გამორჩეული დღეა, რადგანაც ის დაკავშირებულია როგორც დიდ ტკივილთან, ისე დიდ სიხარულთან. „9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორეს მხრივ კი, – სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა. წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული…

მეტი...

„არავის ვურჩევ ჩვენთან თამაშს“ –  მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის ქადაგებით,  პილატეს პილატე უნდა დაერქვას, იუდას იუდა და ბარაბებს ბარაბები. როგორც მეუფემ ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა, ეკლესიის ერთიანობას ვერავინ დაარღვევს. „ჩვენი ეკლესია ყოველთვის იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხია, სადაც ღმერთს და ქართველ ხალხს სჭირდება. საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს, იცოდნენ… ჩვენ ერთობას ვერ დაარღვევენ და არავის ვურჩევ ჩვენთან თამაშს. ეს ჩვენებს ეხება, გარე ხალხს არ ველაპარაკები, ჩვენთან ვეუბნები აბსოლუტურად ყველას, ვინც ეკლესიის წინააღმდეგაა, ვითომ პატრიოტები და ვითომ ქართველები რომ არიან. შეგვიძლია, ყველას თავისი ადგილი მივუჩინოთ იმიტომ, რომ  პილატეს პილატე უნდა დაერქვას, იუდას იუდა და ბარაბებს ბარაბები“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.…

მეტი...

„ერთი რამ იცოდეთ, არ გავხდეთ მონები, პირველ რიგში, ცოდვის მონები“ – მეუფე იაკობის ქადაგება

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას მონობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგის სურვილია „რუსს ჩაგვაბაროს“ და ზოგიც ევროპისკენ იყურება. როგორც მეუფემ აღნიშნა, მან მრევლს მიმართა, რომ შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში ბევრ რამ შეეშალოს, მაგრამ უფლის წიაღს უნდა დაუბრუნდეს. „ერთი რამ იცოდეთ, არ გავხდეთ მონები, პირველ რიგში, ცოდვის მონები და ჩვენი წინაპრები არ შევარცხვინოთ… დღეს რა არის, ვიღაცების წინაშე რომ ვკეკლუცობთ? ზოგს რუსზე უნდა ჩაგვაბაროს, ზოგს ევროპაზე, ზოგს იმაზე, ზოგს იმაზე. როგორ ვაბედინებთ ვიღაცას, რომ მენტორულად გველაპარაკოს. მითხარით, რომელია დღეს ისეთი ერი მსოფლიოში იმის უფლებას ვაძლევდეთ? წესიერად რომელი ცხოვრობს? სად არ არის…

მეტი...

,,ჩვენი ერთადაერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა?”- სალომე ზურაბიშვილი

,,ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადაერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უნდა შევძლოთ შურის, ბოღმის და სიძულვილის დაძლევა. „ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ თურმე, სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის აქ ყოფნა სასურველი, როცა ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს და როცა პრეზიდენტი იწვევს არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი.…

მეტი...

,,ვაკის პარკში მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა გადაკეთდეს”- პრეზიდენტი

,,ვაკის პარკში მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, რომ ყველა ბრძოლა და ყველა ადამიანი, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, იყოს გაერთიანებული,”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა. ,,მინდა, გაგიზიაროთ ერთი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. მე ვფიქრობ და ამის შესახებ რამოდენიმე წელია მივწერე თბილისის მერს და სხვებს, ვაკის პარკში ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბრძოლები და ყველა ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იყვნენ გაერთიანებული.…

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

გასულ ღამეს რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით,  დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ,,რუსეთის ფედერაციის ტერორისტულმა ძალებმა რეგიონის სამი უდანაშაულო მცხოვრები მოკლეს, კიდევ ხუთი მტრის თავდასხმის შედეგად დაშავდა. დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, – წერს ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო.

მეტი...

,,სანქციები 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება”- ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აშშ-ს მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ დაწერსებულ სანქციებს ეხმიანება. მისი თქმით,  სანქციები მხოლოდ 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება. ,,ეს სანქციები 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება. ბუნებრივია, ამ ადამიანებს ჰყავდათ დამკვეთები, ამ ადმაიანებს ჰყავდათ ის ხალხი, ვინც ღამე ახორციელებდნენ ზარებს, მათ შორის, ამ ადამიანებთან და ამ ადამიანების მეშვეობით ალაგებდნენ სასამართლოში ანუ კლანის მეშვეობით კონორეტულ საქმეებს. ამიტომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მათაც მოეთხოვებათ პასუხი და ეს სანქციები გაგრძელდება,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მეტი...

,,თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა”- ლევან ხაბეიშვილი

,,საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 9 აპრილის აქციის მთავარი მოთხოვნა უკავშირდება კანდიდატის სტატუსს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ,,მთავარი მოთხოვნა უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთის გუბერნია, საქართველოში არ უნდა იყოს რუსული მთავრობა, რომელიც კრემლიდან წამოსული მესიჯებით საუბრობს და შესაბამისად, დღევანდელი აქციის შინაარსიც არის – ერთად შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქცია იქნება მრავალფეროვანი, რომ საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც სურს…

მეტი...

,,ნუ იქნებით კორუმპირებული”- ადამ კინზინგერი მოსამართლეებს

კონგრესმენი ადამ კინზინგერი  აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ქართველი მოსამართლეების ლევან მურუსიძისა და ლადო კაკაბაძის გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ,,მოთმინებით მომისმინეთ ქართველო მოსამართლეებო – ნუ იქნებით კორუმპირებული… იქნებ სცადოთ ეს?ქართველი ხალხი იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე პროპაგანდას რუსების პირით,”- წერს კინზინგერი.

მეტი...

,,პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რას ეფუძნებოდა გადაწყვეტილება”- ირაკლი კობახიძე სანქციებზე

,,ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე პრინციპულად მივყვეთ მოსამართლეების სანქცირების საკითხს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ბლინკენი არ არის ის პირი, ვისაც კითხვები უნდა დავუსვათ. ალბათ უნდა ვკითხოთ ელჩს, რომელიც აქ არის, უნდა ვკითხოთ საელჩოს”. „რა თქმა უნდა, ვერ მოვეშვებით ამას. საქმე ეხება სასამართლოს, ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს რეპუტაციას,  საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს სუვერენიტეტს და აქედან გამომდინარე, ამას ვერ შევეშვებით. ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რას ეფუძნებოდა გადაწყვეტილება. შეცდომა თუ დაუშვეს, შეცდომასაც ხომ აღიარება სჭირდება? ჩვენ გავაგრძელებთ კითხვების დასმას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეფუძნებოდა ეს ყველაფერი“, –…

მეტი...

,,დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა”- გიორგი გახარია

,,დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა,” – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. ,,9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოგვიტანა ნანატრი გამარჯვება – ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო! დღესაც, თავისუფალ ქვეყანაში, ისევ გვიწევს ბრძოლა იმ იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები იბრძოდნენ! დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა,” – წერს გახარია.

მეტი...

,,ელჩს მოუწია უკან დახევა და თქმა, რომ ეს არის მოსანქციო რამ”- ირაკლი კობახიძე

,,როგორ შეიძლება ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი? ამას ხომ ჩაძიება, მოკვლევა, გამოძიება სჭირდება,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს განაცხადა. მისი თქმით, იმის გამო, რომ მტკიცებულებების მოთხოვნის შემდეგ, აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია. ,,ჩვენ, იცით, რომ მოვითხოვეთ დაზუსტება, რა მტკიცებულებებს და წყაროებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო მდივნის სახელით და აღმოჩნდა, რომ ამაზე არავითარი პასუხი არ არსებობს. იყო ბევრი შეხვედრა და ყველა შეხვედრაზე ეს კითხვა დაისვა, სად არის მტკიცებულებები? ნული მტკიცებულება – ეს გაირკვა, როგორც ორმხრივ…

მეტი...

,,იყო სატელეფონო საუბრები და ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის”- ირაკლი კობახიძე

,,ჩემთან იყო სატელეფონო საუბრები და ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე სატელეფონო საუბრების შინაარს არ  აკონკრეტებს. „ჯერ არ დავაკონკრეტებ შინაარსს, ვინ იყო და რას ითხოვდა, შემოვინახოთ ეს ჩვენს არსენალში, მაგრამ, რეალურად, შემიძლია გავიმეორო, რომ იყო სატელეფონო საუბრები ჩემთან და ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის. ჩემგან ითხოვდნენ ძალიან უხეშ დარღვევას კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ა.შ. ითხოვდნენ ამას უხეშად პოლიტიკური ინტერესებისთვის. ვიღაცას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ინტერესი და ამის გამო ჩემგან ითხოვდა პირდაპირ, უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, სასამართლო სისტემას…

მეტი...

,,კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ”- ირაკლი ღარიბაშვილი

კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს  იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ, მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 9 აპრილს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება და საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. “9 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისათვის. ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ…

მეტი...

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ბზობას აღნიშნავს  

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. ტაძარში ბზას აკურთხებენ და მორწმუნეები ნაკურთი ბზის ტოტებს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. „მედიაცენტრი მთავარიი“ გილოცავთ ბზობის დღესასწაულს.  

მეტი...

34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 21 მსხვერპლი 

1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის მძიმე და ტრაგიკული დღეა. დღეა, როდესაც   საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა  თბილისის ცენტრში სასაკლაო მოაწყვეს. პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს და მომიტინგეებს ნიჩბებითა და სხვადასხვა იარაღით გაუსწორდნენ. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი გაზით მოიწამლა. 9 აპრილი –  ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. მემორიალზე, რომელიც პარლამენტის შენობასთან აღიმართა, ამოტვიფრულია იმ გმირების გვარები, რომლებიც 9 აპრილის ტრაგედიას შეეწირნენ. მათ საქართველო ყოველ წელს მიაგებს პატივს. 9 აპრილს დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო…

მეტი...