,,ხელისუფლების პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში რუსეთს მომავალი არ აქვს”- ხატია დეკანოიძე

„ქართული ოცნების“ რეიტინგის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი, ნოყიერი სამუშაოა“, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში რუსეთს მომავალი არ აქვს.

„საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი არის საფრთხე და ევროკავშირი და ნატო არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველომ უნდა აირჩიოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დამაიმედებელია. ხელისუფლების პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში რუსეთს მომავალი არ აქვს, საქართველოში მომავალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირს და ნატო-ს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები