ცეცხლის გახსნაში სომხეთი აზერბაიჯანს ადანაშაულებს

​აზერბაიჯნასა და სომხეთს შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში სომხეთი აზერბაიჯანს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცეცხლი მათი მხრიდან გაიხსნა. „აზერბაიჯანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ტეღის დასახლების მიმართულებით… სომეხმა სამხედროებმა კი საპასუხო ზომები მიიღეს“ – აცხადებს სომხური მხარე და დასძენს, რომ არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. შეტაკება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები

მეტი...

შეტაკება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯან-სომხეთს შორის შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები.  აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს, რომ მათ ცეცხლი გახსნეს, აზერბაიჯანი კი იძულებული გახდა, საპასუხო ცეცხლი გაეხსნა. „11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან  ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კი შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს“ – აცხადებს აზერბაიჯანის მხარე და დასძენს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ჰყავს დაჭრილებიც და გარდაცვლილებიც.

მეტი...

„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეეჩერებინა რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა“ – როდის აღდგენა მოძრაობა?!

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამეტი განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მოძრაობა შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე აღდგება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე), სპეციალისტების მხრიდან მუდმივი მონიტორინგის პირობებში, გამოვლინდა ადგილი საიდანაც შეიძლებოდა განვითარებულიყო ქვათაცვენა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეეჩერებინა რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა. ფერდის არამყარი მასის ჩამოშლის პროვოცირების შედეგად ჩამოსულია მიწის მასა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის წმენდის და გაგანიერების ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისათვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის…

მეტი...

მედპერსონალის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი გადააყენეს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების ამ დროისთვის არ არსებობს. „ვფიქრობ, რომ პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზეც. ჩვენ, მათ ეტაპობრივად გარკვეული ინფორმაციის მოძიების შემდგომ დეტალებს გავაცნობთ. ამის შემდეგ, თუკი ვინმეს კიდევ პროტესტი გაუჩნდება, ეს უკვე დესტრუქციულ ქმედებებზე მიუთითებს და იმაზე, რომ მათ არ სურთ პრობლემების მოგვარება. რასაკვირველია ეს ძალიან არასასიამოვნოა“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ, თანამშრომლების მოთხოვნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაითვალისწინა და ამ დროისთვის აღნიშნულ პოსტს სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი იკავებს. „ძირითადი მოთხოვნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან იყო დაკავშირებული და…

მეტი...

„წინა დღეებთან შედარებით, პროტესტი მინელებულია“ – ჯანდაცვის მინისტრი

„ჩვენი მიზანია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო,მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს. უწყების ხელმძღვანელი, დახურულ შეხვედრაზე მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა , რომ მაშინ, როდესაც თანამშრომლებთან კითხვა-პასუხი მიმდინარეობდა, მისი აუდიო ჩანაწერი ერთ-ერთ მედია საშუალებას  გადასცეს. „პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია. გუშინდელი შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან იყო ძალიან კონსტრუქციული. გავიარეთ ყველა დეტალი. ასევე გვქონდა…

მეტი...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაწესოთ, საყოველთაო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების თანაგადახდის წილის ზედა ზღვარი“ – მინისტრი

„სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების DRG მეთოდის დანერგვამ 2 მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. პირველი – პაციენტებს აღარ უწევთ, ხელოვნურად გაზრდილი ე.წ. VIP სერვისის, თუ ექიმების მომსახურების თანხის ჯიბიდან გადახდა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი – კლინიკებს შორის, ტარიფებში სხვაობა არ არის – ყველა სამედიცინო დაწესებულება ერთსა და იმავე სერვისში, ანაზღაურებას ერთი და იგივე ტარიფით იღებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ჯგუფისთვის, საყოველთაო პროგრამით სარგებლობა, 10%, 20% და 30%-იან თანაგადახდას ითვალისწინებს. თუმცა, ძვირადღირებული ოპერაციების შემთხვევაში, პაციენტის მხრიდან დასაფარი თანხა, მაინც მაღალია. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაწესოთ თანაგადახდის წილის ზედა ზღვარი“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და…

მეტი...

,,პროცესები, რომლებიც დაიძრა, შეუქცევადია”- თეა გოდოლაძე რიკოთზე

რიკოთის უღელტეხელზე განვითარებულ მოვლენებს დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გოდოლაძე აფასებს. მისი თქმით, პროცესები, რომლებიც დაიძრა, შეუქცევადია. ,,პროცესები, რომლებიც დაიძრა ეს არის შეუქცევადი. შეიძლება 10 წელიწადში ჩამოვიდეს, შეიძლება 20 წელიწადში ჩამოვიდეს. შეიძლება, როგორც ბეთანია წამოვიდა 50 წელიწადში ისე წამოვიდეს. შეიძლება ხვალ წამოვიდეს, გააჩნია რა იქნება აგენტი, რომელიც დაძრავს ამ პროცესს, მიწისძვრა თუ დიდი წვიმა. იმისთვის რომ შეფასდეს ეს პროცესები იქ უნდა მუშაობდეს ძალიან გამოცდილი გეოლოგები ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები და იქ უნდა მუშაობდეს ლოკალური გეოლოგები“, – განუცხადა თეა გოდოლაძემ ”ტვ პირველს”. ,,არა, სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ…

მეტი...

კამჩატკაზე 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, კამჩატკაზე, ქალაქ პეტროპავლოვსკ – კამჩატკიდან 51 კილომეტრის დაშორებით 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა, მოსკოვის დროით 14:39 საათზე მოხდა. მისი სიღრმე 89 კილომეტრი იყო, ხოლო ინტენსივობის მაჩვენებელი 4 ქულით განისაზღვრა. ბოლო ძლიერი მიწისძვრა კამჩატკაში ერთი კვირის წინ – 3 აპრილს მოხდა. მაშინ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის შოკის ინტენსივობა, მეცნიერთა აზრით, 6 ქულა იყო. მანძილი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან ეპიცენტრამდე 48 კილომეტრია, სიღრმე 99,5 კილომეტრია. თვით პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიში, თვითმხილველების თქმით, კედლები შეირყა და ფანჯრები ატყდა, ხალხი შენობებიდან გაიქცა. ცნობისთვის, დღეს დილას, კამჩატკაზე ვულკანი ამოიფრქვა. კუნძულის აღმოსავლეთით რამდენიმე სოფელი ფერფლით იყო დაფარული.

მეტი...

,,უკრაინის ომის შემდგომი აღდგენა ომზე უფრო რთული და მეტი საფრთხის შემცველი იქნება”- არესტოვიჩი

უკრაინის ომის შემდგომი აღდგენა ომზე უფრო რთული და მეტი საფრთხის შემცველი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. როგორც არესტოვიჩმა  უკრაინელ ჟურნალისტ ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში განაცხადა, სრულიად გაუგებარია, როგორ დასრულდება ომი და როგორი იქნება დასავლეთისგან საკომპენსაციო მექანიზმები. „12 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი, ჩათვალეთ ლტოლვილად, დანგრეული ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, სახლები, დიდი საგარეო ვალი, სტრუქტურა დემოგრაფიულად შეცვლილია, ერთ დასაქმებულზე სამი პენსიონერი და ბავშვი მოვა, სოციალური დატვირთვა უზარმაზარია. სრულიად გაუგებარია, როგორ დასრულდება ომი და როგორი იქნება დასავლეთისგან საკომპენსაციო მექანიზმები, ზრდის წერტილის თვლა და ნამდვილად თუ დაგვეხმარებიან, როგორი გარანტიები…

მეტი...

,,არა, სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა! ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა”- თეა გოდოლაძე

დღეს, ქვათაცვენის გამო, რიკოთზე მოძრაობა ისევ შეიზღუდა. რიკოთის უღელტეხელზე განვითარებულ მოვლენებს დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გოდოლაძე ეხმიანება. ,,რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს. ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა აპალაჩებზე ძველია. აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები, დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას! აშლილია ქანებიო დასკვნებში, მაგიტომ წერენ. არა, სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა! დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს. თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს რა”,- წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

„სააკაშვილის საქმე წავიდა სტრასბურგში“- შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გაიგზავნა. „სააკაშვილის საქმე წავიდა სტრასბურგში“, – წერს შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.

მეტი...

ტყვეობაში მყოფი სომეხი ჯარისკაცების ახლობლებმა სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალი გადაკეტეს

მთიან ყარაბაღში, ჰადრუტის რაიონის, ხცაბერდის საბრძოლო პოზიციებზე ტყვედ ჩავარდნილი სომეხი სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებმა საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გიუმრი-ბავრის სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, არკადი ხოჰანისიანმა სომხურ NEWS.am-ს განუცხადა, რომ ისინი ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების დაბრუნებას ითხოვენ. „ჩვენს საკითხში პროგრესი არ არის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ მიგვიღო არც ერთმა დეპარტამენტმა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრმა“, – განაცხადა აქციის მონაწილემ. როგორც სომხური მედია იტყობინება, 2020 წლის 13 დეკემბერს სოფელ ხცაბერდში შირაქის რეგიონიდან 62 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდა, ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით სამშობლოში დააბრუნეს. კიდევ 26 სამხედრო მოსამსახურე უკვე 2 წელი და 4…

მეტი...

სროლა ჟვანიას ქუჩაზე – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, სროლის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება გრძელდება დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აპრილს, ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 9 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას“- ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. ,,საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში. Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი…

მეტი...

,,საჭიროა ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, საჭიროა ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე. ,,დრო რომ გვქონდეს, ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ რუსეთის ფედერაციის დაშლას და იმას თუ როგორ ჭამენ ერთმანეთს მათი “ელიტები”. მაგრამ ეს დრო არ გვაქვს, რადგან ჩვენი ხალხი იღუპება. საჭიროა ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე, რათა ომი სწორად დასრულდეს და რუსეთის ფედერაციამ გააცნობიეროს რეალობა,”- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

,,კუდების ძიება და ვინმეს დადანაშაულება მიუღებელია”- ლევან ბეჟაშვილი

საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არასწორად მოხდა რიგგარეშე სხდომის დაანონსება. მისი თქმით, კუდების ძიება და ვინმეს დადანაშაულება მიუღებელია. ,,ლევან ხაბეიშვილის და ანი წითლიძეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ჰქონდათ ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყვნენ წარდგენილები, რომელიც დაგეგმილი იყო ბევრად ადრე, ვიდრე რიგგარეშე სხდომის საკითხები გაირკვეოდა. მოხდა მისკომუნიკაცია, პარლამენტის წევრებს შორის, მათ შორის ჩემთანაც. შესაბამისად, არასწორად მოხდა დაანონსება რიგგარეშე სხდომის და ვფიქრობ ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ეს მოცემულობა გვაქვს. ამ შემთხვევაში კუდების ძიებას და ვინმეს დადანაშაულებას უპასუხისმგებლობაში აბსოლუტურად მიუღებელი და უმართებულო…

მეტი...

,,მგონია, რომ სააკაშვილს აშარჟებენ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები”- ალუდა ღუდუშაური

,,მგონია, რომ არც მეტი არც ნაკლები სააკაშვილს აშარჟებენ თვითონ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ,,მე მგონია, რომ არც მეტი არც ნაკლები სააკაშვილს აშარჟებენ თვითონ ამ ჯილდოს გადამცემი ავტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოდ საცინად და მასხრად იგდებენ ამ ადამიანს ან წარმოუდგენელია, მათ არ ესმოდეთ ის ამბავი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე ჯილდოს გადაცემა უბრალოდ ამორალურია, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ,”- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის “პრომეთეს ჯილდო” გადაეცემა

მეტი...

მაია სანდუ მოქალაქეებს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მოქალაქეებს მოუწოდებს, 21 მაისს კიშინიოვში, ქვეყნის ევროპულ მომავალის მხარდასაჭერად შეიკრიბონ. ,,გამოვედი ინიციატივით, შევკრიბოთ მოქალაქეები კიშინიოვში, რათა ვუთხრა მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. მოვუწოდებ ყველას – ფერმერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მეწარმეებს, ექიმებს, კულტურის მოღვაწეებს, კერძო სექტორში დასაქმებულებს, სახელმწიფო მოხელეებს – გაერთიანდით და მხარი დაუჭირეთ ჩვენს ერთობლივ ოცნებას. მოდით, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მშვიდობა გვსურს. გვინდა, რომ ევროკავშირმა ჩვენთან თავი იგრძნოს, როგორც სახლში”, – განაცხადა სანდუმ.

მეტი...

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.  მაშველებმა ცხედარი  რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მდინარემ გამორიყა.  

მეტი...

,,ცდილობენ ჩემი შვილი შეურაცხყონ და დაამცირონ ყველანაირად”- გიული ალასანია

,,ცდილობენ ჩემი შვილი შეურაცხყონ და დაამცირონ ყველანაირად,”- ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია “ხალხის ძალის” წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებას. მისი თქმით, ეს არის პოლონეთის შეურაცხყოფა. ,,ეს ლამაზი ქალბატონი აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვიყიდეთ ეს ჯილდო, რომელსაც ჩემ შვილს გადასცემენ, ახლა 12-ში, პოლონეთში. მართალი გითხრათ, უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს თითქოს, მაგრამ მაინც გამიკვირდა, ნუთუ ვერ აცნობიერებს ადამიანი, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს, რომ ეს არის შეურაცხყოფა პოლონეთის, ეს იგი გამოდის, რომ მანამდე ჩვენ ალბათ ნორვეგია ვიყიდეთ და ასე დავდივართ და დაგვაქვს ტომრით ფული და ყველას ვიყიდულობთ. ცდილობენ ჩემი შვილი შეურაცხყონ და…

მეტი...

,,საღამოს გავიგეთ, რომ მივლინებაში წავიდა 2 დეპუტატი, სასაცილო იყო ეს ყველაფერი”- ხატია დეკანოიძე

,,საღამოს გავიგეთ უკვე, რომ მივლინებაში წავიდა 2 დეპუტატი , ამიტომ დადგა ის მომენტი, როცა ოპოზიცია არ გამოიყურებოდა კარგად, უფრო მეტსაც გეტყვით, სასაცილო იყო ეს ყველაფერი,”- ამის შესახებ  ხატია დეკანოიძე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას უფრო მჭიდრო კოორდინაცია უნდა ჰქონოდა. ,,ყველამ იცოდა, რომ ორშაბათს უნდა მიგვემართა პრეზიდენტისთვის, ასეთი კომუნიკაცია გვქონდა. მაშინ მოვისმინეთ ასეთი პასუხი, რომ არ არის ქვეყანაში მხოლოდ ორი დეპუტატი – რამაზი და კობა ნაყოფია, ეს ინფორმაცია გვითხრა ფრაქციის სახელით (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა). მე პირადად არ წავედი მივლინებაში, რადგან ვიცოდი, რომ ეს სხდომა შეიძლება ჩაენიშნა პრეზიდენტს 48 საათში და მივლინებაში მივდიოდი…

მეტი...

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინული ძალების კონტრშეტევაზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული. ,,უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც არ არის საკმარისი. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი”, – განაცხადა დანილოვმა. დანილოვმა ასევე კომენტარი გააკეთა პენტაგონის “საიდუმლო დოკუმენტების” გაჟონვაზე. „სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება“, – განაცხადა მან.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. ,,დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი” – განაცხადა გიული ალასანიამ. საჩივრის დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. წყარო: ”მთავარი არხი”

მეტი...

,,რყევები გვაქვს, დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს”- ხატია დეკანოიძე

,,მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ რყევები გვაქვს, დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. „ეს იყო ძალიან დიდი უხერხულობა და ოპოზიციის მართლაც სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდნა. დილით სხვა ინფორმაცია გვქონდა, საღამოს სხვა გავიგეთ. მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი რყევები გვაქვს. დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს. ძალიან სევდიანი მგონია ეს ისტორია“, – განუცხადა დეკანოიძემ პირველ არხს. ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა.…

მეტი...

,,თქვენ ხომ არ ფიქრობთ ოლიგარქად გახდომას – კანონპროექტში ეშმაკი მოიტეხავს ფეხს”- ღუდუშაური ბეჟაშვილს

,,თქვენ ხომ არ ფიქრობთ ოლიგარქად გახდომას?”- ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილს, რომელიც  ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის კანონს წარადგენს. „სათაურს უწუნებთ ბატონო ლევან?! იცით რა,  მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ პროექტით მოოლოგარქო, ბოდიში საზოგადოებასთან, ტიპს ეფარებით. თქვენ ხომ არ ფიქრობთ ოლიგარქად გახდომას, იმიტომ, რომ იმდენად ჩახლართული კანონპროექტი წარმოადგინეთ, სურვილი გაქვთ ხომ? არ არის გამორიცხული, ეხლა თქვენს გუნდში ბევრს უნდა ეგ. როგორც ჩანს ამ თქვენს მიერ წარმოდგენილ პროექტში ეშმაკი მოიტეხავს ფეხს. კითხვა გვაქვს და პასუხი უნდა გასცეთ თუ გინდათ ნუ გასცემთ, არც თქვენი პრეზენტაცია და არც თქვენი…

მეტი...

ოპოზიციის ნაწილი ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იბარებს. ამის შესახებ ხატია დეკანოძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ხატია დეკანოიძის თქმით, 7-8 მარტს აქციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. „7-8 მარტს არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები. დააკავეს ბევრი ადამიანი, ასევე, ბევრს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები. ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სადაც გაშლილად იდგა ბევრი ადამიანი, აზრი არ ჰქონდა და შესაბამისად, იყო არაპროპორციული. ერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. არცერთი პოლიციელის დასჯაზე ინფორმაცია არ გვაქვს, არცერთი უწყების მიერ გაკეთებული თვითრეფლექსიის განცხადება არ გვინახავს, რომ ესა და ეს პოლიციელი…

მეტი...

,,ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობა“- ალეკო ელისაშვილი

,,ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასზე აყოლილი ერთი-ორი საპარლამენტო პარტიის გაუთავებელი ბოიკოტობანა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რატომ ვიწვევდით რიგგარეშე სხდომას და პრეზიდენტს რატომ ვთხოვდით სხდომის მოწვევას, როდესაც სამშაბათიდან ისედაც ჩვეულებრივი სესიები იქნება. ჩემთან რა დონის კომუნიკაციაც ჰქონდათ დანარჩენ ოპოზიციონერ კოლეგებს, მე და ქეთი თურაზაშვილმა თანხმობა განვაცხადეთ. შემდეგ იყო კომუნიკაცია, პრეზიდენტს გვინდა, მივმართოთო, არ ჩავძიებივართ, მაგრამ ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნა. არ მინდა, ხაბეიშვილთან…

მეტი...

,,არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ჯილდოები ნაყიდი იყოს”- ეკა სეფაშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, ეკა სეფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯილდოები ნაყიდი იყოს. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის თანხა სააკაშვილის ოჯახს გადაეხადა. ,,ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისგან მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება უკვე აღარ მიკვირს, რადგან ვიხილეთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი დაჯილდოება. თუ მსგავსი ტიპის ჯილდოს მოველით, ჩემთვის ცოტა უცნაურია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რადგან მას მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვს, რომ ეს ჯილდოებიც ნაყიდი იყოს, როგორც ნაყიდი იყო ის ფალსიფიცირებული კამპანია, რომელიც აგორდა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ფული გადაიხადა,” – განაცხადა სეფაშვილმა. მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის…

მეტი...

,,მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ”- ჯაფარიძე

,,მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ,” – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, . ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ შეუშვას თავის ქვეყანაში. „მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ შეუშვას თავის ქვეყანაში. საქართველოს საზღვრიდან ატრიალებენ უამრავ ადამიანს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არავინ არის ვალდებული, ვინმეს მტკიცებულებები წარუდგინოს, მით უმეტეს, ვინ არის გურამ მაჭარაშვილი, რუსთავის „ქართუს“ ფილიალის იურისტი იყო და უცებ დასვეს პარლამენტში. ახლა პრეტენზიები აქვს…

მეტი...

,,ცოტა გაუგებარია ეს ისტერიკა”- ანი წითლიძე

,,ჩვენი მივლინების თარიღები იყო დაგეგმილი 10-დან 13 აპრილამდე, ამიტომაც, ცოტა გაუგებარია ეს ისტერიკა,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანი წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის თარიღთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა. ,,ჩვენი მივლინების თარიღები იყო დაგეგმილი 10-დან 13 აპრილამდე, ამიტომაც, ცოტა გაუგებარია ეს ისტერიკა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მხარს ვუჭერ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რიგგარეშე სხდომის თარიღთან დაკავშირებით მე არ ვიყავი ნამდვილად ინფორმირებული. მე მოვუწოდებ, რომ უფრო ორგანიზებულები იყვნენ და სათითოდ იქონიონ ყველა დეპუტატთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ლევან ხაბეიშვილის გამო ვერ…

მეტი...

,,ეს არის უპასუხისმგებლობა – პრეზიდენტისადმი წერილს ხაბეიშვილის და წითლიძის ხელმოწერები აქვს”- ხათუნა სამნიძე

,,რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ არ შედგა, ამის საფუძველი შემიძლია, ერთი სიტყვით აღვწერო, ეს არის უპასუხისმგებლობა,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილისა და ანი წითლიძის ხელმოწერით დასტურდება, რომ იცოდნენ სხდომის სავარაუდო თარიღი და ამის მიუხედავად დატოვეს ქვეყანა. ,,ის რომ არ შედგა რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა, ამის საფუძველი შემიძლია აღვწერო ერთი სიტყვით, ეს არის უპასუხისმგებლობა, როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, ამ წერილს ხელმოწერა აქვს ორივე დეპუტატის, ქალბატონი წითლიძისაც და ბატონი ხაბეიშვილისაც. მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს აქვს 48 საათი, რომ სხდომა ჩანიშნოს. ანუ მათი ხელმოწერით დასტურდება, რომ მათ…

მეტი...

,,მინდა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება”- წულუკიანი სანქციებზე

,,მინდა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა სიურპრიზის ფორმა,”– ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, , პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან. „მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც…

მეტი...

ქვათაცვენის გამო, რიკოთზე მოძრაობა ისევ შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ,,გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით”,-  ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მეტი...

რამდენი ხანი ინახება სააღდგომო კვერცხი? – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რამდენი ხანი ინახება სააღდგომო კვერცხი. მისი თქმით, კვერცხი გამორჩეული ალერგენია და რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია მისი შენახვის პირობების დაცვა. „გარდა იმისა, რომ კვერცხი გამორჩეული ალერგენია, არის მეორე საშიშროება – ინტოქსიკაცია. პირველ რიგში, სასურველია, კვერცხი შეინახოთ არა მაცივარში კვერცხისთვის გამოყოფილ თაროში, არამედ მაცივრის სიღრმეში, იქ ტემპერატურა გაცილებით უფრო დაბალია. ასევე, უმჯობესია კვერცხი შეინახოთ პლასტიკის, ან მუყაოს ჩარჩოში, რითაც მაღაზიაში ყიდულობთ. ეს არის იდეალური ადგილი შენახვისთვის. მარტივი რჩევაა, რომ კვერცხი მაგრად იყოს მოხარშული, სასურველია იხარშებოდეს 12…

მეტი...

მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება – ლევან იოსელიანი

„შემიძლია, ვისაუბრო რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანის თქმით, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარი მისი მანდატის ფარგლებს ცდება. ,,ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს…

მეტი...

,,გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა,”- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. ,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. რაც შეეხება კორონავირუსს, ჯერჯერობით კვლავ ფიქსირდება, გრიპისგან განსხვავებით  კორონავირუსი მთელი წლის განმავლობაში იქნება.  2.4% არის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის კორონავირუსის ხვედრითი წილი, მაშინ, როდესაც დეკემბრი-იანვრის განმავლობაში 25-35%-მდე ფიქსირდებოდა აღნიშნული მაჩვენებელი. ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული, ეს არის რინოვირუსი, რომელიც ვირუსების განაწილებაში 50%-ზე მეტია.…

მეტი...