რიკოთზე ტრაილერების გატარება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გატარება დაიწყეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახალი რეჟიმი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში დაშვებულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება. „საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, გამართულ საავტომობილო მოძრაობას უზრუნველყოფენ და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობას არეგულირებენ“ – განმარტავენ შსს-ში.

მეტი...

კობა კობალაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ლექცია ჩაატარა

მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, მიწვეული სპიკერის სტატუსით, აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის მსმენელთათვის, გაცნობითი ხასიათის ლექცია ჩაატარა სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციის, ამოცანების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ.  

მეტი...

ევროპარლამენტარი ციხიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში დატოვეს

ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი თავისუფალია. ის ციხიდან გათავისუფლდა და პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. კორუფციაში ბრალდებულ ევროპარლამენტარს ციხეში ოთხი თვის გატარება მოუწია. ევროპარლამენტის წევრს  ბრალი კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის წაუყენეს, ასევე, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში.

მეტი...

უკრაინელი სამხედროსთვის თავის მოკვეთის ფაქტზე პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი იმ სასტიკ  ვიდეოკადრებს ეხმიანება, სადაც უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული. „შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული. ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.  

მეტი...

‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიასთან’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 11 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შვილების სპორტულ აქტივობებში ჩართვას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფას. მემორანდუმის საფუძველზე, ა(ა)იპ ‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემია’’, სადაც ჭიდაობა ‘’ძიუდოში’’ 5-17 წლის მოსწავლე-ახალგაზრდები ვარჯიშობენ, მზადაა, უსასყიდლოდ გაუწიოს მომსახურება ვეტერანების, სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, ასევე, სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ გოგონებს. ‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიამ’’, ჩვენს ქვეყანას, არა ერთი სახელოვანი სპორტსმენი აღუზარდა, რომელთა შორის არიან საქართველოს ჩემპიონები, ასევე, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები…

მეტი...

,,გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ სამართალწარმოების დასრულებამდე ძალაში არ შევა”- ანრი ოხანაშვილი

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში შესული შესწორების შედეგად  პირს ოლიგარქად, მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ცნობს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირის ოლიგარქად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სამართალწარმოების დასრულებამდე ძალაში არ შევა. მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არ ცნობის შესახებ სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება. „პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე სამართალწარმოება არ დასრულდება“, – განაცხად ანრი ოხანაშვილმა. კანონპროექტის  შესწორებული ვერსიი თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს, არის თუ არა პირი არა ოლიგარქი. წყარო: პირველი არხი.

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსი ოლიგარქების გარემოცვას ახალი სანქციები დაუწესა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მხოლოდ ბრიტანეთში რუს ოლიგარქებს 18 მილიარდი ფუნტის ქონება აქვთ გაყინული. სანქციების ოლიგარქ  ვლადიმერ ევტუშენკოვის შვილებსა და ცოლს – კერძოდ, ტატიანა ევტუშენკოვას, რომელიც მამის კომპანიის Redline Capital-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. ასევე დასანქცირდა ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი. სანქცირებულთა შორის არიას დემეტრეს იოანიდესი და იოანიდესი და ქრისტოდულოს ვასილიადესი. ბრიტანეთის ცნობით, ისინი ეხმარებიან მთავარ რუს ოლიგარქებს რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს. კერძოდ, იოანიდესი პასუხისმგებელია ბუნდოვანი ოფშორული სტრუქტურების შექმნაზე, რისი დახმარებითაც აბრამოვიჩმა 760 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი ქონება დამალა. ,,ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გაერთიანებული…

მეტი...

,,თითოეულ კოლეგას დავურეკავთ და სხდომაზე მოსვლას ვთხოვთ”- თამარ კორძაია

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას სამშაბათს,  18 აპრილის დაგეგმილ დაგეგმილ სესიაზე მოითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით,  თოთოეულ დეპუტატს პერსონალურად დაუკავშირდებიან, რადგან ყველა იყოს ინფორმირებული და სხდომაზე მივიდეს. ,,მიზანია, დასრულდეს კამათი, ვინ იყო და არ იყო ინფორმირებული რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე. როგორც არასდროს, ოპოზიცია ერთიანია, რომ კომისია შეიქმნას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ვალდებულება. არ მჯერა, რომ პარლამენტში ოპიზიციაში არსებობს ადამიანი, ვისაც არ უნდა სასამართლოს გაჯანსაღება და ხარვეზების სრულყოფილად გამოჩენა. ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემური პრობლემების გამოვლენა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ სანქცირებულ მოსამართლეებზე, საუბარია სასამართლო სისტემაზე. ხუთი ქალი დეპუტატი პერსონალურად დავურეკავთ ყველას. როცა…

მეტი...

,,არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში” – დავით კეზერაშვილი

,,აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში,”- ასე ეხმიანება დავით კეზერაშვილი  „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრის დასახელებული. მისი თქმით, არ აქვს და არც არასდროს ჰქონია  კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან. ,,მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა.…

მეტი...

უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად – ლოიდ ოსტინი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლა საკმარისი შესაძლებლობები აქვს კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად. ,,უკრაინას აქვს შესანიშნავი გეგმა აქტიური ოპერაციებისთვის, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის. მათ აქვთ ბევრი შესაძლებლობები, რაც საჭიროა წარმატებისთვის”, – განაცხადა ოსტინმა. ამასთან, ოსტინმა პირობა დადო, რომ სახელმწიფოები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

მეტი...

,,ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო „ნაცმოძრაობამ”, კარგად გაიხსენონ, გრძელი ენები რომ აქვთ“- ალეკო ელისაშვილი

,,არსად წერია, რომ, როცა დროებით საგამოძიებო კომისიას შევქმნით, რაიმე ვადებით უნდა შევიზღუდოთ,”– ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩააგდო. „ეს მოსამართლეები ასეთ გათახსირებულ ხალხად ჩამოყალიბდა წინა ხელისუფლების დროს და, „ქართული ოცნების“ სამარცხვინოდ, თავზე ხელი გადაუსვეს და დააწინაურეს. ეს უნარები და მავნებლობა წინა ხელისუფლების დროს ისწავლეს. ერთ-ერთი შემოქმედები იყვნენ ბოროტების, განსაკუთრებით, მურუსიძე, რომლის გვარი უსამართლო სასამართლოს სახელწოდებად ზედსართავად იქცა. მხარს ვუჭერთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და კითხვებში ვერავინ შეგვზღუდავს. ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო „ნაცმოძრაობამ“, მათ შორის 5-6 ივლისის, ფარული ჩანაწერების. სხდომაზე…

მეტი...

პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინისა და დასავლეთის განადგურება შეუძლია – უილიამ ბერნსი

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მას “შეუძლია გაანადგუროს უკრაინა და დასავლეთი”. უილიამ ბერნსის თქმით, პუტინი “არასერიოზულია მოლაპარაკებებში” უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. მისი თქმით, სწორედ “უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზეა, რომელიც, დიდი ალბათობით, განსაზღვრავს დიპლომატიის პერსპექტივებს” რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად. უილიამ ბერნსმა ხაზი გაუსვა უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის მნიშვნელობას და თქვა, რომ „უახლოეს თვეებში ბევრი რამ არის სასწორზე“ და დასძინა, რომ “პუტინი ღრმად ცდებოდა” ომამდე უკრაინის შესახებ თავის ვარაუდებში. ბერნსმა ხაზი გაუსვა უკრაინისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის გზით პენტაგონის დოკუმენტების ფართომასშტაბიანი გაჟონვის…

მეტი...

,,ქალბატონო ფოტიგა, რასა, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს”- ირაკლი ზარქუა

,,ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ის, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, შეუძლებელია, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების მძარცველი დემოკრატიის მხარდამჭერი იყოს. ,,მაინტერესებს, 570 ევროპარლამენტარი, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, რეზოლუციას უკან წაიღებენ თუ რეზოლუციას შეცვლიან? ახლა ხომ მიხვდნენ, რა სამარცხვინო აქტზე მოაწერინეს ხელი. კეზერაშვილი ქართველებს პოლიტდევნილად გამოგვიცხადეთ. თქვენს ამომრჩევლებს, მათ შორის იმ პენსიონრებს, რომლებსაც კეზერაშვილი ძარცვავს, ახლა თვალებში ჩახედეთ და აუხსენით, მაინც პოლიტდევნილი და მედიადევნილია კეზერაშვილიო. ალბათ არ გაგიჭირდებათ, კუბილიუსსა და ფოტიგას არ გაუჭირდებათ“, – განაცადა ირაკლი ზარქუამ.…

მეტი...

მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით მოსკოვმა ნატო-ს ქვეყნების უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართულობის შესახებ ამერიკული დოკუმენტების გაჟონვამდეც იცოდა. ,,როგორც ყველა სხვამ, ჩვენ არ ვიცით, რა სანდოობის ხარისხი აქვს ამ დოკუმენტებს. მაგრამ, თუკი მათ უგულებელვყოფთ, ამ დოკუმენტების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, ჩვენ გვქონდა და გვაქვს ინფორმაცია, რომ ნატოს ბევრი ინსტრუქტორი, მათ შორის დიდი ბრიტანეთი. და მებრძოლები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში“, – აღნიშნა პესკოვმა.  

მეტი...

,,კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის”- ნიკა მელია

,,მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის,”- ამის შესახებ  ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. ნიკა მელია „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. ,,ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო.  ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანათის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV. მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე – რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები,…

მეტი...

,,ვფიქრობ, დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით”- ნინო ლომჯარია

,,მე ვფიქრობ, დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით,”-  ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. ნინო ლომჯარია იმოდევნებს, რომ ასე გაგრძელდება და ქართული პოლიტიკა, ბიზნესი, მართლმსაჯულება და სხვა მრავალი სფერო სუფთა ხალხისთვის რადიაციული ველი აღარ იქნება. ,,მე ვფიქრობ, დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება: მხილება და პასუხისმგებლობის დაწესება კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი პირების მიმართ. იმედია ეს ასე გაგრძელდება და ქართული პოლიტიკა, “ბიზნესი”, მართლმსაჯულება და სხვა მრავალი სფერო სუფთა ხალხისთვის რადიაციული ველი…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მიმკედლებლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მიმკედლებლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. ,,თქვენი მიკედლებული ცხოველისთვის ცოფის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართეთ სააგენტოს. სააგენტოს ეკიპაჟი მიკედლებულ და მიუსაფარ ცხოველებს ვაქცინაციას თავიანთი ბინადრობის არეალში უტარებს. ანტირაბიული ვაქცინაცია უფასოა! მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვაქცინაცია. ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 421 424 აცერი…

მეტი...

რუსეთის პროკურატურას სთხოვენ, შეამოწმოს აფინანსებს თუ არა ალა პუგაჩოვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს

რუსეთის გენერალურ პროკურატურას სთხოვენ, ალა პუგაჩოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებაზე შეამოწმონ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურატურას მიმართა შეამოწმოს მომღერალი ალა პუგაჩოვა, ხომ არ აფინანსებს ის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. „გთხოვთ შეამოწმოთ ალა ბორისოვნა პუგაჩოვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფინანსური დახმარებისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში. ბოროდინმა მიმართვაში აღნიშნა, რომ ისრაელში ყოფნისას პუგაჩოვა აგრძელებს უკრაინაში ”სპეცოპერაციის” კრიტიკას. ასევე, მისი თქმით, იგი მხარს უჭერს კულტუროსა და ხელოვნების მოღვაწეებს, რომლებმაც დატოვეს რუსეთი. „ადრე, ფედერალურმა პროექტმა დაადგინა უცხოური დაფინანსება ალა პუგაჩოვას საქმიანობისა და დასავლურ დაზვერვის სამსახურებთან მის…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ორთაჭალის ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ორთაჭალის ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი განათავსა. დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანი ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ჩართულობის წახალისებაა.

მეტი...

,,არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი”- ალეკო ელისაშვილი

,,არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი,” – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსლეში წერს. ელისაშვილი„ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. „ოცნება“ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მარა „ნაცები“ არ უნდა მოვუშვათ“, – წერს ალეკო ელისაშვილი. მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა – „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება

მეტი...

,,მივმართავ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი”- ირაკლი ზარქუა

 „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა  საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართა, დავით კეზერაშვილი დაასანქცირონ. „მივმართავ ქალბატონ დეგნანს, ეს ადამიანი დაასანქცირეთ. ჩვენი და თქვენი, ამერიკის პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი მძარცველია. ევროპელ პარტნიოორებს და პენსიონრებს ძარცვავს. როგორც თვითონ თქვა, ეს ადამიანი საქართველოში მედიებს, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ ქვეყანაში დემოკრატიას უჭერთ მხარს. ამიტომ თქვენგან ობიექტურ რეგირებას ველოდები“, – განაცხადა ზარქუამ. მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა – „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება

მეტი...

რიკოთზე ავტოტრანსპორტის გატარება ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმით – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მობილიზებულები არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟების მიერ ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით. „გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟების მიერ ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი – ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- გომის მიმართულებით. შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას…

მეტი...

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ირკვევა, რომ 42 წლის კაცი ჰერაკლიონის ცენტრალური საპორტო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დააკავეს, როდესაც მან  პორტში შემოსული გემიდან 60 გრამზე მეტი ჰაშიშის შემცველი შეფუთვა მიიღო. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებული აცხადებს, რომ პაკეტი ნაცნობის სახელით მიიღო და იცოდა, რომ შეფუთვაში საკვები უნდა ყოფილიყო.

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველთან თანამშრომლობის საკითხები და  ფორმატი, ასევე,  გასული წლის შესრულების მაჩვენებლებთან დაკავშირებით წარდგენილი რეკომენდაციები განიხილეს.  შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა იქნება შედეგიანი, რათა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული სიტუაცია მეტად გაუმჯობესებაზე იყოს ორიენტირებული. „ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა ამ რანგში იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი განგვეხილა და იმედიანად და პოზიტიურად ვუყურებ პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობას. ყველა ვჯერდებით ერთ რამეზე –  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს შედეგიანი თანამშრომლობა. ჩვენ, სახალხო დამცველს განვიხილავთ როგორც პარლამენტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტს, იმისთვის…

მეტი...

,,ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას”- ლევან იოსელიანი

,,ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანმა უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია სახალხო დამცველის აპარატმა ინტერესის შემთხვევაში, ზედამხედველობა გაუწიოს დავით კეზერაშვილის საქმეს, რომლის შესახებაც  “ბიბისიმ” სტატია გამოაქვეყნა. ,,სახალხო დამცველის მიმართ ხშირ შემთხვევაში მოლოდინი არის განსხვავებული. ჩვენ გვაქვს კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული მანდატი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი გავაკეთოთ სასამართლოზე საპროცესო დარღვევების მიმართულებით პროცესს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას. ეს არ არის ჩვენი საქმე. თუ მომართვა…

მეტი...

,,გავაგრძელებთ ჩვენი ფუნქციის შესრულებას ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ომბუდსმენის ოფისი გააგრძელებს თავის ფუნქციის შესრულებას, რაც მის უფლებებზე ზედამხედველობას გულისხმობს. ,,თქვენ იცით, რომ მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ კონსილიუმი იყო შესული და შემდეგ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა. ეს დასკვნა დაერთო მათ საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში. ვერაფერს გეტყვით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ჩვენს ფუნქციას ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ვასრულებთ, გავაგრძელებთ მის შესრულებას, რაც გულისხმობს მის უფლებებზე ზედამხედველობას, მათ შორის, კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით,”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მეტი...

,,ოპოზიციამ რეგლამენტის არცოდნით თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო”- შალვა პაპუაშვილი

,,ოპოზიციამ რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  სხდომა არ ჩატარდება, რადგან პარლამენტის უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ სხდომას არ დაესწრებიან. ,,არასწორად გამოითხოვეს საბოლოო ჯამში მათივე მიმართვა პრეზიდენტის მიმართ. 46-მა დეპუტატმა მიმართა და იმდენი ცოდნაც არ ჰყოფნით, რომ 46 ადამიანს მიემართა ისევ გამოთხოვაზე და ორმა ადამიანმა მიწერა პრეზიდენტს 46-ის სახელით. რაც შეეხება ამ მდგომარეობას, რაც შექმნა ოპოზიციამ თავისი თავისთვის სასაცილო და პარლამენტისთვის უხერხული მდგომარეობა, რეალურად უნდა ჩატარდეს…

მეტი...

ჩინეთში ე.წ. ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში H3N8 ე.წ. ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 56 წლის ქალი. უცხოური მედიის ინფორმაციი, ქალი ავად 22 თებერვალს გახდა, მძიმე პნევმონიის გამო საავადმყოფოში 3 მარტს გადაიყვანეს, ხოლო 16 მარტს დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ე.წ. ფრინველის გრიპით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გრიპის ეს სახეობა იშვიათად გვხვდება ადამიანებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ვირუსის უფრო ფართო გავრცელება ადამიანებს შორის ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხაზი გაესვა „გლობალური მეთვალყურეობის მნიშვნელობას ვირუსოლოგიური, ეპიდემიოლოგიური და კლინიკური ცვლილებების აღმოსაჩენად, რომლებიც დაკავშირებულია მოცირკულირე გრიპის ვირუსებთან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის [ან…

მეტი...

,,იმედი მაქვს, კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს“- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, ადამიანი, რომელსაც მისჯილი აქვს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში, მოიხადოს სასჯელი საქართველოში. ,,კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოსულია სისხლის სამართლის განაჩენი. 5 წელი აქვს მას შეფარდებული ჯარისკაცების ფულის მოპარვისთვის. დღეს ასევე “ბიბისის” მედია გამოძიების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მხილებული. ჯარისკაცების მოპარული ფულით და ზოგადად მოპარული ფულით, დღეს კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ მედიას, პოლიტაკას და არასამათავრობო ორგანიზიაციებს. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, რომ…

მეტი...

რიკოთზე მოძრაობა სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის. რიკოთზე განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ვინაიდან 11 აპრილს ვერ მოხერხდა სატვირთო ავტოტრანსპორტის დადგენილი რეჟიმით გატარება, 12 აპრილს რიკოთის მონაკვეთის გავლით, მთელი დღის და ღამის განმავლობაში, იმოძრავებენ მხოლოდ სატვირთო მანქანები. მსუბუქი ავტოტრანსპორტი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს. 13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ:…

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს”- ანრი ოხანაშვილი

,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს,”– ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის ინდიკატორად ევროკომისიის ის შეფასებები და დამოკიდებულება იყო მიჩნეული, რომელიც არსებობდა და არსებობს უკრაინასთან მიმართებაში, უკრაინის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მიღებულ კანონზე. „ეს იყო ჩვენთვის ინდიკატორი, რომ თუ ჩვენ იგივე პრინციპებზე დაფუძნებულ კანონს მივიღებდით, ჩვენს მიმართ ანალოგიური სამართლებრივი მოპყრობა უნდა იყოს და რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. დღეს კომიტეტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლებულ ვერსიას წარვუდგენ. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. იქნება უზრუნველყოფილი იმ პირთა საპროცესო უფლებები, ვინც…

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 16 პირი, 1 კი მხილებულია. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის  პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის, გურიის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკები…

მეტი...

მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა – „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება

,,მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს”- ამ სათაურით „ბიბისი“ საგამოძიებო სტატია აქვეყნებს. სტატიაში, რომელიც თანხების თაღლითური გზით მითვისებას ეხება, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევედნენ და ძარცვავდნენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. მედიის ცნობით, საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით. „ბიბისის“ ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან…

მეტი...

სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი თანხის გადახდა აღარ იქნება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე მოსმენით ახალი თავდაცვის კოდექსის კანონპროექტი განიხილა. ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება. გადავადების საფუძველი შესაძლოა გახდეს საჯარო უწყებაში მუშაობა. ,,სისტემა ავრცელებს მესიჯს, რომ თუ ჩემთან ხარ და მიმზიდევლი რომ იყოს ჩემი შენთან ყოფნა, ჯარში არ წაგიყვან. არადა, თუ რამე ლოგიკა გააჩნია ზოგადად სავალდებულო სამსახურში წასვლას, სწორედ ძალოვანი და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები უნდა იყოს ის ხალხი, რომლებმაც ეს სავალდებულო სამსახური უნდა გამოიარონ,”- განუცხადა იაგო ხვიჩიამ  ”ტვ პირველს”.

მეტი...

,,საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის“- დონალდ ტრამპი

,,მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან არის და უკანალზე კოცნის”,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის. „გიჟური მსოფლიო გვაქვს, რომელიც ფეთქდება და აშშ-ს აბსოლუტურად არ აქვს სათქმელი. და მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან არის და უკანალზე კოცნის. საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.  

მეტი...