უკრაინამ რუს სპორტსმენებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა რუს სპორტსმენებსა  და კომპანიებს  – „იანდექსსა“ და „რამბლერს“ სანქციები დაუწესა. სანქციებში 87 ფიზიკური პირი მოექცა, მათი ძირითადი ნაწილი სპორტსმენია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე ბრძანებასაც მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით,  სანქციები 351 ფიზიკურ და 254 იურიდიულ პირს შეეხო. მათი უმეტესობა კი IT-კომპანიების წარმომადგენლები არიან.  

მეტი...

ნუცუბიძეზე სახლში ხანძარი გაჩნდა, დაიწვა ერთი შუახნის ქალი

თბილისში, ნუცუბიძის მესამე პლატოზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს ერთ ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველადი ინფორმაციით, საუბარია, ხანდაზმულ ქალზე, რომელმაც სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ცეცხლი კორპუსის ბოლო, მეცხრე  სართულზე  გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მეტი...

მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლი გამოიტანეს

„ქრისტე აღსდგა“ – იაერუსალიმის მაცხოვრის ტაძარი განათდა. წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა. იერუსალიმში დიდი ზეიმია. წმინდა ცეცხლი საქართველოშიც ჩამობრძანდება და ის მთელი საქართველოს მასშტაბით განაწილდება. ცეცხლს ჯერ სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ.  

მეტი...

საქართველოში წმინდა ცეცხლს 01:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ

მორწმუნეები იერუსალიმის აღდგომის ტაძარში არიან შეკრებილები და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. იერუსალიმში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელიც წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებს. ცეცხლს დაახლოეით 01:00 საათისთვის სამების ტაძარში მიაბრძანებენ, საიდანაც ის მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. ამ წუთებში, მსოფლიოს ყურადღების ცენტრი სწორედ იერუსალიმია, სადაც უამრავი მომლოცველია შეკრებილი. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე მაცხოვრის საფლავზე უმდა შევიდეს  და შემდეგ მოხდება ცეცხლის გამოტანა. როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც, იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მაცხოვრის ტაძარში სპეციალურ ცერემონიას ასრულებენ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, კოპტური და სირიული ეკლესიების მღვდელმსახურები.

მეტი...

„არავითარი ცეცხლი არ გადმოდის და ეს უნდა შეწყდეს… ერთმანეთზე გადადიან, ჭკუიდან გადასულებს გვანან“ – სასულიერო პირი

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, მამა ზაზა აღდგომის წინა დღეს სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ იერუსალიმიდან არავითარი ცეცხლი არ გადმოდის და ეს ყველაფერი ისტერიაა. „მანამდე შეაქვთ იქ დახურული კანდელი,  ანთებულია უკვე როცა პატრიარქი შედის და შესვლამდე განიმოსება, ეს არის ჩვეულებრივი, რიტუალური ფორმა, ამისი შეფასება და ინტერპრეტაციაა არასწორი. იმიტომ კი არ განიმოსება პატრიარქი რომ სანთებელა თუ სხვა ასანთები აქვს დამალული, არამედ, ეს არის წესი. წმინდა ველურობაა, რაც ცეცხლის გამოტანისას იქ ხდება. ერთმანეთზე თავზე გადადიან და ჭკუიდან გადასულ ადამიანებს გვანან. შეგრცხვება, რომ მათ ქრისტიანები უწოდო ისეთი რაღაცეები ხდება ამ ცეცხლის გარდამოსვლით.…

მეტი...

მამა ზაზას განცხადებით, ზეციდან არანაირი ცეცხლი არ გადმოდის და ეს პროპაგანდაა

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, მამა ზაზა აცხადებს, რომ არავითარი ცეცხლის გარდამოსვლა ხდება. ეს მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია, როცა ცეცხლი თვითმფრინავებით ჩამოაქვთ და ვითომ ზეციურ ცეცხლს ხალხს ურიგებენ. „ადამიანები მიდრეკილები არიან სასწაულისკენ. ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, რომ სასწაული და განსაკუთრებული მოვლენა ხდება აღდგომის წინ და ამაზე აგებენ სარწმუნოებრივ საკითხებს. მე არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამიყენებია, ეს სინამდვილეა თუ არა.  ეს იყო სააღდგომო ტრადიცია, როდესაც წმინდა სანთელს ანთებენ და ეს არის წმინდა იმ გაგებით, რომ იკურთხება ეკლესიის მიერ როგორც ნიშანი ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა. იესო მაცხოვარი სასწაულებით არ ხიბლავდა ადამიანებს. რაც შეეხება…

მეტი...

ბონი ქეროლის ვიზიტი საქართველოში გრძელდება

„TAPS“-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონ ბონი ქეროლის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, გენერალ -მაიორ კობა კობალაძესთან ერთად, ბონი ქეროლმა და „TAPS“ -ის წარმომადგენელმა, ფატმა მეგრაჰმა შეხვედრა გამართეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან. ირაკლი ბერაიამ ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ურთიერთნდობას და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება და აღნიშნა მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ამერიკელ სტუმარს, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ვეტერანთა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “დღეს, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, შევხვედროდით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა…

მეტი...

აღდგომის ღამეს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს და უფასო იქნება

აღდგომის ღამეს, თბილისის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა რომ არ შეექმნათ, მეტრო 04:00 იმუშავებს, მგზავრობა კი უფასო იქნება. ასევე, 16 და 17 აპრილს ავტობუსის დროებითი მარშრუტები ამოქმედდება, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. ავტობუსები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.    

მეტი...

სუფრაზე დიდხანს დალაგებული წითელი კვერცხის საკვებად გამოყენება სარისკოა

სააღდგომო დღეებში, ინტოქსიკაციის ერთ-ერთ საფრთხე მოხარშულ კვერცხს უკავშირდება. ექიმები გვირჩევენ, რომ წითელი კვერცხები, რომელსაც სუფრაზე დიდხანს ვალაგებთ, საკვებად არ გამოვიყენოთ დ მას მხოლოდ დეკორაციის ფუნქცია ჰქონდეს. „გარდა იმისა, რომ კვერცხი გამორჩეული ალერგენია, არის მეორე საშიშროება – ინტოქსიკაცია. გვაქვს ისეთი ინფექციის რისკი, როგორიც არის სალმონელოზი. ეს შეიძლება იყოს კვერცხის ნაჭუჭშიც და კვერცხშიც. შეღებილი კვერცხის მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას. ასევე, კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა იყოს არაუმეტეს 2 საათისა. დეკორატიული ფუნქციის მქონე კვერცხი ცალკე დაალაგეთ, ეცადეთ ის კვერცხი, რომელიც მაგიდაზე გიდევთ და არა მაცივარში, საკვებად არ გამოიყენოთ“, –…

მეტი...

დედა და 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

გუშინ, გომთან მომხდარი ავარიის შედეგად კლინიკაში გადაყვანილი დედა-შვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი და 7 წლის შვილი „გორმედში“ უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც ექიმები განმარტავენ, მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ გომთან, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.  

მეტი...

„უკრაინის მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა „დავფქვით,” სამხედრო ოპერაცია დასრულებულად გამოვაცხადოთ – „ვაგნერი“

სისასტიკით გამორჩეული „ვაგნერის“ რაზმის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავს, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დასრულებულად გამოცხადდეს. როგორც ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, მისია შესრულებულია, უკრაინელი სამხედროების დიდი რაოდენობა „დაფქულია“, შესაბამისად, ოპერაციის გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს. „საჭიროა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას, რომ რუსეთმა იმ შედეგებს მიაღწია, რომლებსაც გეგმავდა. უკრაინის მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა „დავფქვით.” შეგვიძლია ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია. რუსეთმა მოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი…

მეტი...