,,ქართული ოცნებისა და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა”- კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას ეხმიანება.

მისი თქმით, ქართული ოცნებისა და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა.

,,კარგი ამბები საქართველოდან! ქართული ოცნებისა და მისი სატელიტების ანტიევროპული კამპანია წარუმატებლად დასრულდა. ქართველი ხალხის თითქმის 90% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!”- წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მსგავსი თემები