,,პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში არ უნდა გაიმარჯვოს” – ბორის პისტორიუსი

აშშ-ში ვიზიტით მყოფი გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინის ომში წყდება საკითხი, შეუძლიათ თუ არა დემოკრატიულ ქვეყნებს, თავი დაიცვან.

„პუტინმა არ უნდა მიაღწიოს წარმატებას თავის აგრესიულ ომში. წყდება საკითხი იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა დემოკრატიებს თავის დაცვა. ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა ევროპისთვის, პუტინის ომი უდიდესი საფრთხეა მსოფლიო წესრიგისთვის“, – განაცხადა პისტორიუმა ნიუ იორკში ამერიკულ-ებრაული კომიტეტის წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას.

ბორის პისტორიუსი 9 მაისს აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდება. 10 მაისს კი კანადაში გაემგზავრება, სადაც ის კანადელ კოლეგა ბილ ბლერთან გამართავს შეხვედრას.

მსგავსი თემები