“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს” – ბრიტანელი დეპუტატი

„მას ბრალი ედება, რომ საკუთარ სიმდიდრეს იმისთვის იყენებს, რომ ამომრჩევლების ხმები იყიდოს და ერთგული პირები დანიშნოს საქართველოს ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა არჩევანი პოზიცია არ უკავია, მას დიდი კონტროლი აქვს საქართველოს ინსტიტუტებზე”, – აცხადებს ბრიტანელი დეპუტატი ადამ ჰოლოვეი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წყალობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში კვდება. „აშშ-მა პირადი სანქციები შემოიღო ამჟამინდელი მთავრობის მიერ დანიშნული ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ. ამასობაში, ბატონი ივანიშვილის მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილი  კლინიკაში კვდება. მისი კლინიკიდან ინფორმაციას გვაწვდიან, რომ მისი პატიმრობის განმავლობაში მას სულ აწამებენ. დამოუკიდებელმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მის სისხლში მძიმე ლითონებით მოწამვლის…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც საკუთარი ფული სავარაუდოდ რუსულ გარიგებებში იშოვა“ – ბრიტანელი დეპუტატი

ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე მსჯელობენ. ერთ-ერთი დეპუტატი  ადამ ჰოლოვეი „ქართული ოცნებისა“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი გამოსვლით გამოირჩეოდა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართული ოცნება პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია. „უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა  რეგიონში, რომელიც რუსული აგრესიის წინაშე დგას. საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტია  პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია, რომლიც საქართველოს რუსეთის მარიონეტობის რისკის ქვეშ აყენებს. „ქართული ოცნება“  თავიდანვე რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით გამოირჩეოდა. მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი კი  ოლიგარქია, რომელმაც საკუთარი ფული სავარაუდოდ რუსულ გარიგებებში იშოვა“ – განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა ჰოლოვეიმ სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

პუტინის განცხადებით, ერდოღანი მოწადინებულია რუსულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავებით

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია სრულად უჭერს მხარს თურქეთის პრეზიდენტის სვლას და მისწრაფებას. როგორც ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, თურქეთი არსებით ყურადღებას უთმობს რუსეთ-თურქეთის კიდევ უფრო დაახლოებას. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული სიტყვები  თურქეთში, აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომელსაც ის დისტანციურად ჩაერთო. „დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი მაგალითი,  რამდენს აკეთებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკის ზრდისთვის, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის. ეს დღე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს რუსულ-თურქული ურთიერთობების გაფართოებას ყველა მიმართულებით. თქვენ იცით, როგორ დაისახოთ ამბიციური მიზნები და თავდაჯერებულად მიდიხართ მათი შესრულებისკენ“ – მიმართა პუტინმა ერდოღანს. მან აქუიუს ბირთვულ…

მეტი...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების გენოციდი აღიარა

უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დეპორტაცია აღიარებულია გენოციდად. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ეს იყო უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან ძალადობრივი გზით გაყვანა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური თუ სხვა მიმართულების განადგურება, რაც კავშირშია გენოციდის შესახებ 1948 წლის კონვენციასთან. რეზოლუციის დოკუმენტის დასახელება დაახლოებით შემდეგი შინაარსისაა: უკრაინელი ბავშვებისა და სამოქალაქო პირების რუსეთში ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტაცია და ძალადობრივი გაყვანა.  

მეტი...

გამოჩნდა კიდევ ერთი მწერალი, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა ის გააუპატიურა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს სექსუალური ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი ქალი უჩივის. 79 წლის მწერალი ელიზაბეთ ჯინ კეროლი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ის გააუპატიურა. მომჩივანი  ნიუ-იორკის სასამართლოშიც იმყოფებოდა და დეტალებიც მოყვა. „დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც მე ამის შესახებ დავწერე, მან მოიტყუა, თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან მოიტყუა და გაანადგურა ჩემი რეპუტაცია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და დავიბრუნო ჩემი ცხოვრება“, – აცხადებს მომჩივანი. როგორც ქალმა სასამართლოს მოუყვა, ტრამპმა მასზე სექსუალურად  1996 წელს  ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელში იძალადა.

მეტი...

თურქეთიდან შემოტანილ წამლებზე ფასების ზრდის გამო კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედებების შესწავლა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტავს,  სავარაუდო შეთანხმების ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგები მალე გახდება ცნობილი. ,,გასულ წელს, ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთის ბაზრიდან პარალელური იმპორტის დაშვება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პრემიერ-მინისტრის ინიცირებით, რომელმაც  პრაქტიკულად 50-70%-იანი კლება გამოიწვია რიგ მედიკამენტებზე. აქაც იყო ერთ-ერთი ფაქტი, როდესაც თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები გაძვირდა და ეს იქნა დაკავშირებული ლოჯისტიკურ პრობლემებთან, იმასთან, რომ თურქეთშიც გაძვირდა წამლები. ჩვენი შეფასებით, არც იმდენად გაძვირებულა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გვქონდა პოზიცია და კომპანიებს მოვუწოდეთ არ შეუქმნან მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 31 მაისს გამოვა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ოფიციალური მიწვევა სალომე ზურაბიშვილმა დრეს მიიღო. ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო. „ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში რამდენიმე დღით ადრე უნდა გამგზავრებულიყო და მაშინ მიმწვევი შარლ მიშელი იყო, თუმცა, პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო,აღნიშნულის მიზეზად კი მთავრობა დაასახელა, რომელმაც, მისივე განმარტებით,  პრეზიდენტს თანხმობა დროულად არ მისცა.   .

მეტი...

ადვოკატი ამტკიცებს, რომ რენატა ბეგიაშვილმა მეუღლეს კისერზე ჯაჭვი შემოახვია და ახრჩობდა

რენატა ბეგიაშილის გვარ-სახელი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან სოციალურ ქსელში ნაცემი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა რომ ამის შემოქმედი მისი მეუღლე შალვა იაშვილია. სამართლადამცველებმა გამოძიება დაიწყეს და დღეს სასამართლომ შალვა იაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი თეონა გვაზავა კი აცხადებს, რომ ქალი თავად არის მოძალადე, რადგანაც ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახრჩობდა. „რენატა ბეგიაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას შალვა იაშვილს. რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს დეკორაციული ჯაჭვი შემოახვია კისერზე, ახრჩობდა. შალვა იაშვილმა კი შეძლო და მოიშორა რენატა ბეგიაშვილი“, – განაცხადა სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ, რომელიც სასამართლოსგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს…

მეტი...

მეუღლე აცხადებს, რომ მისი ცოლი რამდენჯერმე გააუპატიურეს და მამაკაცების მიმართ შურისძიებით მოქმედებს

მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი შალვა იაშვილი აცხადებს, რომ ის თავად არის რენატა ბეგიაშვილის მსხვერპლი. შალვა ბეგიაშვილმა სასამართლოზე დაცვის სიტყვით ისარგებლა და მოსამართლეს განუცხადა, რომ მისი მეუღლე რამდენჯერმე არის გაუპატიურებული და კაცების მიმართ შურისძიება ამოძრავებს. „რენატა ბეგიაშვილისგან ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”, – განაცხადა შალვა იაშვილმა სასამართლოს სხდომაზე. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ბეგიაშვილს იაშვილს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა კი ამ საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თავად დაზარალებულმა სოციალურ ქსელში ნაცემი…

მეტი...

მეუღლის ცემისთვის შალვა იაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა იაშვილს, რომელმაც მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის ინფორმაციით, ტაბახმელაში, სადაც საცხოვრებელ სახლში შალვა იაშვილი და რენატა ბეგიაშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ, ყოფილ მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შალვა იაშვილმა რენატა ბეგიაშვილს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც მას თვალი გაუსივდა, ჩაუშავდა და ჩაუსისხლიანდა. ბრალდების მხარის განმარტებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პატაკი, რომლის თანახმად, რენატა ბეგიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტომასალა, სადაც მიუთითა, რატომ მიიღო დაზიანებები. დაცვის მხარე სასამართლოსგან  5 000 ლარიან გირაოს თხოვდა და ამტკიცებდა, რომ იაშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობდა. „ვინმე…

მეტი...

კომპანია „ფოსტალონთან“ დაკავშირებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ახორციელებს

დაზარალებული მომხმარებლები, რომლებიც გადამზიდავი კომპანია „ფოსტალონის“ მსხვერპლნი გახდნენ, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის დასრულებას ელოდებიან. დაზარალებულთა შორისაა „მედიაცენტრი მთავარი“ რომელსაც „ფოსტალონმა“ ვიდეოაპარატურა დაუკარგა. კომპანია ყოველგვარ პასუხისმგებლობას თავს არიდებს და აცხადებს, რომ მას ამანათი არ ჩაუბარებია. როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ „მედიცენტრ მთავარში“ განაცხადა, გადაწყვეტილებას კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით მალე გამოაცხადებენ. „ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს 9 მომხმარებლის განცხადება. პრობლემები თითქმის იდენტურია. „ფოსტალონი“ არის ამანათების გადამზიდავი კომპანია, რომელსაც უცხოეთიდან საქართველოში ტვირთები ჩამოაქვს. საქმე ეხება ნივთების გზაში დაკარგვას და სათანადო დროში არჩამოტანას. ჩვენ ერთთვიანი ვადა გვქონდა ამ საკითხის განხილვის, თუმცა, ვადა 3…

მეტი...

,,არ გირჩევთ ეჭვი შეიტანოთ ჩვენს გადაწყვეტილებაში და გამოცადოთ იგი პრაქტიკაში”- ზახაროვა

,,მე არ გირჩევთ ეჭვი შეიტანოთ ჩვენს გადაწყვეტილებაში და გამოცადოთ იგი პრაქტიკაში”,-  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავიდან აიცილოს ბირთვული ესკალაციის ყველაზე უარესი სცენარი. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ განვითარდეს მოვლენები ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა. ამავდროულად, არ გირჩევთ ეჭვი შევიტანოთ ჩვენს გადაწყვეტილებაში და პრაქტიკაში გამოცადოთ“, – განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით,”ვაშინგტონი მიზანმიმართულად წარმოქმნის რისკებს და „ამაღლებს ფსონებს“ მოსკოვთან დაპირისპირებაში, ეყრდნობა, როგორც მათი აზრით, სიტუაციის დომინირებას განვითარების ყველა შესაძლო ეტაპზე.”  

მეტი...

,,უკრაინელები არასოდეს დაუთმობენ თავიანთ ქვეყანას მტერს და არასოდეს დატოვებენ თავიანთ მიწას”- ზელენსკი

,,უკრაინელები არასოდეს დაუთმობენ თავიანთ ქვეყანას მტერს და არასოდეს დატოვებენ თავიანთ მიწას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე წერს. მისი თქმით, უკრაინელებს არ აქვს თავიანთ მიწაზე მოუშუშებელი ჭრილობების დატოვების ჩვევა. ,,უკრაინელები არასოდეს დაუთმობენ თავიანთ ქვეყანას მტერს და არასოდეს დატოვებენ თავიანთ მიწას. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ჩვენი სოფელი და ათობით ქალაქი დაიწვა რუსული არტილერიისა და საჰაერო დარტყმების შედეგად, უკრაინელებს შეუძლიათ მათი გაცოცხლება. ჩვენს ხალხს არ აქვს თავიანთ მიწაზე მოუშუშებელი ჭრილობების დატოვების ჩვევა,”- წერს ზელენსკი.

მეტი...

ერდოღანს ინფექციური გასტროენტერიტი აქვს – თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ინფექციური გასტროენტერიტი აქვს. ფაჰრეთინ კოჩმას თქმით,რდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და უახლოეს ხანში გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას. ცნობისთვის,  25 აპრილს თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი სატელევიზიო ინტერვიუს დროს შეუძლოდ გახდა. მოგვიანებით, გადაიდო ერდოღანის რამდენიმე წინასაარჩევნო გამოსვლა.

მეტი...

პროტესტი პროკურატურასთან – ადვოკატმა ხელი გადაიჭრა

ადვოკატმა ნიკოლოზ კვანტრიშვილმა მთავარ პროკურატურასთან ვენები გადაიჭრა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება სუიციდი არ ყოფილა. ადვოკატის თქმით, უკვე 6 თვეა უშედეგოდ ითხოვს შეხვედრებს როგორც პროკურატურაში, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებში. ,,თავდაცვის აქტი ჩავატარე იმიტომ, რომ ვერ ვიპოვე სამართლიანი ვერსად. ვერც პროკურატურაში, ვერც სასამართლოში იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა გამაკეთებინეს ეს: ანზორ ჩუბინიძე მოსამართლე არევაძე და თბილისის პროკურატურის პროკურორები,”- განუცხადა ადვოკატმა ტვ პირველს. ნიკოლოზ კვანტრიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით დაკავებული მირიან ჯავახიშვილის უფლებებს იცავს.

მეტი...

ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს უკრაინის გაწევრიანების პროცესი – ჯორჯია მელონი

ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს უკრაინის გაწევრიანების პროცესი, როგორც ჯილდო ევროპის უსაფრთხოებაში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, – ”პოლიტიკოს” ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა “ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების სადარაჯოა”. ”უკრაინელების მადლობის ყველაზე ჭკვიანური გზა იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, არის დაჩქარება მათთვის, რომ გახდნენ ევროპული ინსტიტუტების ნაწილი”, – დასძინა მელონიმ

მეტი...

,,კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა გაასამართლოს სასამართლო”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა გაასამართლოს სასამართლო. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ,,ამ ინიციატივით, კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა გაასამართლოს სასამართლო. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ. ოპოზიცია მწყობრიდან არის გამოსული, დაკარგული აქვს წონასწორობა და აკეთებს აბსურდულ განცხადებებს ხშირ შემთხვევაში, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

,,საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციის მხარეს”- ხათუნა სამნიძე

„IRI-ის კვლევა გვეუბნება, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს ნდობა, ლეგიტიმაცია, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციის მხარეს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ  IRI-ის კვლევა არ ადასტურებს, რომ ოპოზიციის ერთ პარტიად ან ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანება შედეგს ან წარმატებას მოიტანს. „IRI-ის კვლევა გვეუბნება, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს ნდობა, ლეგიტიმაცია, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციის მხარეს. ოპოზიციას ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ეს ალტერნატივა შევქმნათ, მაგრამ ჩემი აზრით, ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანება და ისევ ორ პოლუსიანობა ამ არჩევნებზე გამოსავალი არ არის“, –…

მეტი...

,,ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე”- დიმიტრი ხუნდაძე

,,საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე,”- ასე ეხმაურება  ”ხალხის ძალის” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, გახშირდა საქართველოს დელეგაციების ვიზიტები ევროპაში, ასევე ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირების სტუმრობა საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს თანამედროვე რთულ გლობალურ პოლიტიკაში. ,,მისასალმებელია, როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა – საფრთხე“. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ დიდი ხანია, რომ…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კალენდარი არეული აქვს”- არჩილ თალაკვაძე

„როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აქტიურად მუშაობენ ყველასთან, სადაც შეუძლიათ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება როგორმე შეაფერხონ და გადადონ დროში,”- ასე ეხმიანება   პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას. მისი თქმით, ‘ნაციონალური მოძრაობაში” სურთ, ქვეყანაში გარკვეული დესტაბილოზაციის მუხტი მიიღონ და ეს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. ,,კობა ნაყოფიამ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა გამოიწვევს დესტაბილიზაციას, შემდეგ მათ სურთ, მიიღონ რიგგარეშე არჩევნები და რაღაც გვერდითა კარით ისევ შემოვიდნენ პოლიტიკაში. მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად დღეს არის პოლიტიკურ აფსაიტში, დაკარგული აქვს მთავარი ოპოზიციის როლი, გავლენა პარლამენტში, ასევე პარტიის შიგნით აქვს კონფლიქტები, ჯგუფებს…

მეტი...

უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაღმული ტერიტორიაა – Globsec- ის ანგარიში

ანალიტიკურმა ცენტრ Globsec-ის ანგარიშის თანაცხადა, დღეს უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაღმული ტერიტორია და ამ მაჩვენებლით ის ავღანეთსა და სირიასაც კი აღემატება. ცენტრის ცნობით, უკრაინის ტერიტორიის თითქმის მესამედი (174 000 კვ.კმ), რომელიც ოკუპირებულია, უნდა შემოწმდეს რუსული არმიის მიერ იქ დატოვებული საბრძოლო მასალისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების გამო. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტები უკან დახევის დროს ნაღმავენ ტერიტორიას და ასაფეთქებლებს ტოვებენ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებზეც კი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის, „განაღმვითი სამუშაოები კატასტროფულად ნელა მიმდინარეობს“დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ 2015 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში, „გაიწმინდა პოტენციურად დანაღმული ტერიტორიის მხოლოდ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. „აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, – ნათქვამია  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს”- ანა ფოტიგა

,,ქართული ოცნება” უარყოფს ქართველი ხალხის ნებას, ომელთა უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ”ტვიტერზე” წერს. ევროპარლამენტარი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას ეხმიანება, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 43% მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. ,,როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებშიც გაწევრიანებისკენ საჯაროდ მიისწრაფვის და ასევე არა მხოლოდ საქართველოს მეგობრების მოწოდებებს, არამედ ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომელთა უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას”,- წერს ანა ფოტიგა. 

მეტი...

მოსკოვის ცენტრში ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი იყო

მოსკოვის ცენტრში ახალი კორპუსის „ვიქტორიას პარკის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა.   რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში, ცეცხლი 15 სართულიანი კორპუსის სახურავზე გაჩნდა. „სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 100 კვადრატული მეტრი ფართობის მშენებარე 15 სართულიანი კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი 12:09 საათზე გატარებული ღონისძიებებით ლიკვიდირებულია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის“, – განაცხადეს მოსკოვის საგანგებო სამსახურში.

მეტი...

რა ფაქტორები უშლის ხელს საქართველოში ძირითადი სასურსათო პროდუქტის გაიაფებას – ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში“

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ   „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე სურსათის ფასების კვლევის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, პროცესები ორი მიმართულებით წარიმართა. ,,სურსათის ფასთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რაც მაღალ ფასნამატებს უკავშირდებოდა, პროცესები ორი მიმართულებით წარიმართა. ეკონომიკური გუნდი აქტიურად იყო ჩართული ქსელებთან, სადისტრიბუციო კომპანიებთან, იყო საუბარი შესაძლებლობებზე და ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რაც საქართველოში ძირითადი სასურსათო პროდუქტის სამართლიან გაიაფებას უშლიდა ხელს. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ყველა მსხვილ ქსელში გვაქვს პერმანენტული აქციები, სადაც ძირითადი სასურსათო პროდუქციაზე 15-30 პროცენტამდეა ფასდაკლებები, რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. ეს…

მეტი...

,,საქართველოს წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესშიც”- ზნიგბევ რაუ

,,მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების ინტერესშიც, ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე,” – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,ზბიგნევ რაუმ განაცხადა. მინისტრის თქმით, მისი ვიზიტი დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. „იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის, როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა. გვიახლოვდება ვილნიუსის ნატო-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის…

მეტი...

,,უკრაინის ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ”- კაია კალასი

ნატო შეიძლება გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ -ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კიევში ვიზიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კალასმა აღნიშნა, ზელენსკის ყველაზე მეტად აწუხებს საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება, ასევე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ,,უკრაინელებმა შეიტანეს განაცხადი და ნატომ უნდა უპასუხოს ამ განცხადებას. თუ საუბარია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, მაშინ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს, არის ნატოში გაწევრიანება”, – აღნიშნა კალასმა. მისივე თქმით,  ესტონეთი არწმუნებს ნატოს წევრ ქვეყნებს უკრაინის წევრობის მკაფიო პერსპექტივის მინიჭების აუცილებლობაში.

მეტი...

სემეკის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღეს ERRA-ს გენერალური ასამბლეის და ERRA-ს წევრი ქვეყნების თავმჯდომარეთა შეხვედრებში. ERRA-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებზე მაია მელიქიძე, როგორც ERRA-ს თავმჯდომარე, სიტყვით წარდგა და ორგანიზაციაში არსებულ სიახლეებსა და ენერგეტიკის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრებიპოლონეთში, ქ. ვარშავაში გაიმართა. მაღალი დონის შეხვედრების დროს ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელოვანი სიახლეები განიხილეს. ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ასოციაციაში გაერთიანებული არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული…

მეტი...

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ. გაუჩინარებული სტუდენტი ინდოეთის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრები 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებენ სტუდენტთან დაკავშირებას. გაუჩინარებული უცხო ქვეყნის მოქალაქე,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსის სტუდენტია.     წყარო: ”ბათუმელები”

მეტი...

2022 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 25.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია. იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფს წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

მეტი...

,,ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა”- პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ,,სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126  პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა”- პეტრე ცისკარიშვილი

,,ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა,”-  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულებულია. ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულებულია. ჩვენ ვგეგმავთ რეგიონებში თავმჯდომარეების, რეგიონალური პოლიტიკური საბჭოებს არჩევნებს. ყველას, ვისაც შიდაპარტიული დემოკრატია აინტერესებს, ამ საკითხებზე ფოკუსირდეს. ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხი სასაცილოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთის მხრივ შიდაპარტიული დემოკრატია, რომელიც ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებას და მეორეს მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება თავის მხრივ ემსახურება რაც შეიძლება სწრაფად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ადგილობრივი დროით, 12:32 საათზე მიწისძვრა მოხდა. ამის შესაებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი მამიშლარი იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა (ML) შეადგინა. ,,თბილისიდან – 61კმ. ქალაქი წალკა – სამხრეთ-დასავლეთი – 19კმ. სოფელი მამიშლარი – 5კმ. 3 მაგნიტუდა (ML)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტი...

1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736 400 ადამიანი შეადგენა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509). 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს,…

მეტი...

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ხუთი ფარმაცევტული კომპანიის მოკვლევას ახორციელებს – ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში”

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში შეაჯამა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო ხუთი ფარმაცევტული კომპანიის მოკვლევას ახორციელებს. ,,ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი დასრულდა 2022 წლის დასაწყისში და გაცემული 13 რეკომენდაციის აღსრულება დაიწყო აქტიურად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა აღნიშნული რეკომენდაციების იმპლემენტაცია. დაახლოებით 10 რეკომენდაცია ამ ეტაპზე დანერგილია ან დანერგვის პროცესშია. მათ შორის არის – ჯენერიკული და ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, ნორმატიული ბაზის განახლება, ბოლო გადაწყვეტილება იყო რეფერენტული ფასების განახლება, რომელიც ეხმიანება ჩვენი რეკომენდაციებს, რომელიც გულისხმობდა იმ მიმართულებებზე თავისუფალი…

მეტი...