50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი – კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი.

კითხვაზე, რა უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

მხოლოდ პრო-ევროკავშირი და დასავლეთი – 50%; პრო-დასავლური, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით – 32%; პრო-რუსული, მაგრამ ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით – 7%; მხოლოდ პრო-რუსული – 2%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 9%.

ამასთან, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა, რომ საქართველო შეურთდეს ევროკავშირს, პასუხები ასეთია:

სრულად ვუჭერ მხარს – 75%; ნაწილობრივ ვუჭერ -14%; ნაწილობრივ არ ვუჭერ – 3%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 5%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 3%.

რაც შეეხება კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში – 34%; საქართველოს არ შეუსრულებია ევროკავშირთან ასოცირებისდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები – 17%; საგარეო მოსაზრებები საქართველოში – 13%; ევროკავშირის ქვეყნების პოზიციონირება – 11%.

მსგავსი თემები