,,არ ვაპირებ სხვა ქვეყანას ჩავბარდე, ჩემს ქვეყანაში ველოდები წამალს”- მშობლები მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან

მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება.  მშობლებმა ადმინისტრაციის შენობასთან კიდევ ერთი ღამე გაათენეს.

,,მე არ ვაპირებ, რომ  დავტოვო ჩემი დანარჩენი ორი შვილი, მოვკიდო პეტრეს ხელი და ჩავბარდე ლტოლვილად სხვა ქვეყანას, იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა მიიღოს მედიკამენტი. არ ვაპირებ, რომ ყველაფერი დავტოვო და ამ ქვეყანაში დარჩეს ეს უსამართლობა. არ ვაპირებ არცერთ ქვეყანას ჩავბარდე, ჩემს ქვეყანაში ველოდები წამალს, სანამ წამალი არ გვექნება დავრჩები აქ,” – განუცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ”მთავარ არხს”.

მსგავსი თემები