42% მიიჩნევს, რომ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს უთხრის ძირს – კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა- 42% მიიჩნევს, რომ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს უთხრის ძირს.

კერძოდ, გამოკითხული მოქალაქეები ეთანხმებიან, რომ:

  • უცხოური აგენტების კანონის მიღება ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს – 42% (მტკიცედ), 18 (გარკვეულწილად)
  • უცხოური აგენტების კანონის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას – 38% (მტკიცედ), 18% (გარკვეულწილად)
  • უცხოური აგენტების კანონის მიღება საქართველოს აახლოებს რუსეთთან – 38% (მტკიცედ), 18% (გარკვეულწილად)

კვლევის თანახმად, რესპონდენტთან უმეტესობა – 38% ფიქრობს, რომ კანონის მიღება საქართველოს აახლოებს რუსეთთან. 18% ამბობს, რომ მეტწილად ეთანხმება ამ წინადადებას, 7% – მეტწილად არ ეთანხმება და 15%- საერთოდ არ ეთანხმება.

ამასთან, გამოკითხულთა 40% – მტკიცედ არ ეთანხმება, ე.წ. აგენტების კანონის მიღება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია.

მსგავსი თემები